Робота для біженців з України
ბუღალტერი - ქუთაისი/ბაღდათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: კურორტი საირმე
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"კურორტი საირმე" ქმნის სივრცეს არა მხოლოდ დასვენებისთვის, არამედ პროფესიული რეალიზაციისთვის. ბუნების გულში, სუფთა ჰაერსა და უნიკალურ გარემოში, სადაც მინერალური წყლები, ტყე, სიმშვიდე და ცხოველთა ბუნებრივი ჰარმონია ერთ მთლიან გამოცდილებად იკვრება.

ჩვენი გუნდი აერთიანებს ადამიანებს, ვისაც სჯერა, რომ სტუმარზე ზრუნვა იწყება გარემოზე ზრუნვით, ხოლო ხარისხიანი სერვისი — გულწრფელი დამოკიდებულებით.

თუ გსურს იმუშაო ადგილას, სადაც ყოველდღე ბუნება გაძლევს ენერგიას, სიმშვიდე კი გაძლევს ფოკუსს — ეს შესაძლებლობა შენთვისაა.

შ.პ.ს. "კურორტი საირმე" ეძებს მოტივირებულ და პროფესიონალ თანამშრომლებს და თუ გსურს პროფესიული ზრდა და იმუშაო გარემოში, სადაც ხარისხი, სტუმარზე ზრუნვა და ბუნების პატივისცემა უმთავრესი ღირებულებებია — ეს ვაკანსია შენთვისაა და გელოდებით ჩვენს გუნდში.

ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერი
კომპანია: შპს კურორტი საირმე
ადგილმდებარეობა: კურორტი საირმე, საქართველო
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

პოზიციის აღწერა:

ბუღალტერი პასუხისმგებელია საბუღალტრო აღრიცხვის, ანგარიშგებების მომზადების, ბიუჯეტის მონიტორინგისა და ხარჯების კონტროლის უზრუნველყოფაზე. ასევე ზრუნავს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასა და ფინანსური პროცესების ოპტიმიზაციაზე.

მთავარი მოვალეობები:

1. ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება:

** ყველა ბუღალტრული ტრანზაქციის აღრიცხვა ფინანსური აღრიცხვის სტანდარტების მიხედვით (პირველადი დოკუმენტები ინვოისები, ხელშეკრულებები)
** ყოველდღიური, თვიური და წლიური საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება
** ბანკის მოძრაობისა და ნაშთების კონტროლი

2. საგადასახადო დავალებები:

** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
** საგადასახადო კანონმდებლობის დაცვა
** გადასახადებისა და სხვა ვალდებულებების კონტროლი

3. დოკუმენტების მართვა

** ფინანსური დოკუმენტების რეგისტრაცია, შენახვა და დაცვა
** ინვოისების, ქვითრების და ხელშეკრულებების მართვა

მოთხოვნები:

** ფინანსებში/ბუღალტერიაში უმაღლესი განათლება (სავალდებულო)
** 2+ წელი ან შესაბამისი გამოცდილება ბუღალტრის პოზიციაზე
** საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** Microsoft Office (Excel-ის გამორჩეული ცოდნა აუცილებელია) პროგრამების ცოდნა
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა
** პასუხისმგებლობა, ზუსტი მუშაობა და დეტალებზე ყურადღება

სასურველი უნარები:

** გუნდთან ეფექტური კომუნიკაცია
** პრობლემების სწრაფი მოგვარება
** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** მეგობრულ სამუშაო გარემოს

კომპანიის ბენეფიტი:

** ტრანსპორტირება
** დაზღვევა
** უფასო კვება
** კორპორატიული ნომერი

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე: m.kikvidze@sairmeresort.ge.

სათაურის ველში მიუთითეთ: ბუღალტრის პოზიციაზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე