|
დასახელება:
მძღოლი
|
| მომწოდებელი:
არქთრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 მარტი
|
კომპანია "არქთრეიდი" 20 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს სამშენებლო ბაზარზე. კომპანიას შესრულებული აქვს სხვადასხვა ტიპისა და სირთულის არაერთი პროექტი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
არქთრეიდის ფუნდამენტური პრინციპებია ტექნოლოგიური უპირატესობა, საერთაშორისო სტანდარტებსა და რეგულაციებთან თანხვედრა, ეფექტური პროექტის მენეჯმენტი და რესურსების სწორი გადანაწილება, სწრაფი და რენტაბელური სერვისი, რაციონალური და პრაქტიკული გადაწყვეტილებები.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი არქთრეიდზე: https://archtrade.ge/
კომპანია "არქთრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები:
** ინვენტარის გადაზიდვა;
** ინვენტარის უსაფრთხოდ ჩატვირთვისა და ჩამოცლის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლების გადაადგილების უზრუნველყოფა საჭიროებისამებრ;
** კომპანიის ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის კონტროლი;
** ავტომანქანის დროული სერვისის ჩატარება საჭიროებისამებრ;
აუცილებელი მოთხოვნები:
** მართვის მოწმობა (C კატეგორია)
** მანქანის მართვის გამოცდილება მინიმუმ 2 წელი.
პიროვნული თვისებები:
** პუნქტუალურობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდურობა
ლოკაცია: თბილისი, დიდუბე, მექანიზაციის ქ.
ხელფასი: 1500 ლარი
განაკვეთი: სრული
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@archtrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 30 მარტამდე.
|
|
|
|