Робота для біженців з України
უსაფრთხოების თანამშრომელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების თანამშრომელი
მომწოდებელი: McDonald’s Georgia
გამოქვეყნდა: 13 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
"მაკდონალდს საქართველო" 1999 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ კომპანიას, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მომსახურების კულტურის განვითარებაში.

დღესდღეობით ჩვენი სტუმრები მომსახურებას იღებენ 28 რესტორანში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ზუგდიდში.

ჩვენი დიდი გუნდი აერთიანებს 2500-ზე მეტ თანამშრომელს, რომელთაც აერთიანებთ საერთო ღირებულებები და განვითარების სურვილი.

კომპანიის კულტურა დაფუძნებულია პატივისცემასა და სამართლიანობაზე - ჩვენ ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა განვითარდეს და კარიერული ზრდა განახორციელოს.

სამუშაო განრიგი და სპეციფიკა:

უსაფრთხოების თანამშრომლის სამუშაო საათებია:

** I ცვლა - დილის 09.00 სთ-დან 19.00 სთ-მდე
** II ცვლა - 19.00 სთ-დან მომდევნო დღის 09.00 სთ-მდე.

უსაფრთხოების თანამშრომლის სამუშაო განაკვეთი მოიაზრებს სრულ განაკვეთს. უსაფრთხოების თანამშრომლის განრიგი შედგება იმგვარად, რომ მას მიეცეს კვირაში მინიმუმ ერთი სრული დასვენების დღე და ცვლებს შორის მინიმუმ 12 სთ შუალედი.

რას გთავაზობთ:

** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის კვებას;
** სამოტივაციო პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები
** ჯანმრთელობის დაზღვევა

უსაფრთხოების თანამშრომლის ძირითადი ვალდებულებები:

** ყურადღებას აქცევს რესტორნის ტერიტორიას იქამდე, სანამ შემდეგი ცვლის თანამშრომელი არ გადაიბარებს ცვლას გაწერილი პროცედურების მიხედვით;
** უსაფრთხოების თანამშრომელი, მის კოლეგასთან ერთად ამოწმებს ობიექტს (არაუმეტეს 15 წთ-ისა) მისი შემოვლით, საეჭვო ან სახიფათო ნიშნების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ორივე თანამშრომელი აფრთხილებს უსაფრთხოების სამსახურის ოფიცერს და საქმის კურსში აყენებს რესტორნის ცვლის უფროსს;
** ყურადღებას აქცევს რომ რესტორანში როგორც დღის, ასევე ღამის საათებში და ტერასაზე არ განხორციელდეს ალკოჰოლური სასმლის მიღება.
** უსაფრთხოების თანამშრომელი მომხმარებელთან ურთიერთობისას აუცილებელია იყოს მაქსიმალურად კორექტული და არ დაუშვას რესტორნის ტერიტორიაზე ფიზიკური ან სიტყვიერი დაპირისპირება.
** უსაფრთხოების თანამშრომელი მომარაგების დღეებში უზრუნველყოფს მანქანის დასაყენებელი ადგილს და მომარაგების მიღების დროს არ ტოვებს უკანა კარებს უყურადღებოდ;
** საეჭვო ნივთის ან ჩანთის აღმოჩენისას უსაფრთხოების თანამშრომელს კომუნიკაცია უნდა ჰქონდეს სმენის უფროსთან და უსაფრთხოების ოფიცერთან.

განათლება, კვალიფიკაცია და უნარები:

** კვალიფიკაცია: სასურველია უსაფრთხოების სფეროში სამუშაო გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** ეფექტური კომუნიკაცია
** ემოციების მართვის უნარი
** სწრაფი რეაგირება საგანგებო ან საეჭვო სიტუაციებზე
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი - დაძაბულობის გარეშე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ დაგვირეკოთ ნომერზე: 551 252 322 ლუკა ან გამოაგზავნოთ რეზიუმე 13 აპრილის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: vacancy@mcdonalds.ge

რეზიუმეს გაგზავნით ვადასტურებ, რომ თანახმა ვარ მაკდონალდს საქართველოს მიერ, ჩემი კანდიდატურის შერჩევისა და შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნით განხორციელდეს ჩემი პერსონალური ინფორმაციის (მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური ინფორმაცია) დამუშავება, შენახვა და მესამე პირთათვის გადაცემა. თანხმობა ეხება შემდეგ პერსონალურ მონაცემებს: სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს (პირადი ნომერი, სერია და სხვა), მისამართს, განათლებას, სამუშაო ადგილს, ტელეფონს, ელექტრონული ფოსტის მისამართს, განათლების ან კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლს, ბიოგრაფიას, სარეკომენდაციო წერილებს, ფოტოსურათს, აგრეთვე, სხვა ნებისმიერ პერსონალურ მონაცემებს, რომელთა დამუშავება ნებადართულია საქართველოს კანონმდებლობით. თანახმა ვარ, მაკდონალდს საქართველოს მიერ ჩემი პერსონალური ინფორმაცია ინახებოდეს 3 (სამი) წლის ვადით ზევით მითითებული მიზნიდან გამომდინარე. ინფორმირებული ვარ, რომ ნებისმიერ დროს შემიძლია უარი ვთქვა ჩემს მიერ გაცხადებულ თანხმობაზე ან მოვითხოვო მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა (მონაცემთა დამუშავების დროებითი შეჩერება), წაშლა ან განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე შესაბამისი წერილობითი მოთხოვნის გაგზავნის გზით: vacancy@mcdonalds.ge ვადასტურებ აღნიშნულ ანკეტაში ჩემს მიერ მითითებული პერსონალური მონაცემების სისწორეს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე