|
დასახელება:
შესყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
YOYOSO
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 13 აპრილი
|
კორეული ბრენდი "YOYOSO" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათამდე;
ანაზღაურება: შეთანხმებით;
ფუნქცია-მოვალეობები:
** მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და კომერციული პირობების შეთანხმება;
** ახალი მომწოდებლების / პროდუქციის მოძიება როგორც საერთაშორისო (გამოფენებზე) ასევე ადგილობრივ ბაზარზე და ოპტიმალური პარტნიორების შერჩევა;
** მომწოდებელთა ბაზის მუდმივი განახლება და განვითარება;
** შესყიდვების ბიუჯეტის დაგეგმვა წლის და თვის ჭრილში;
** შესყიდვების სრული ციკლის დაგეგმვა, მართვა და კონტროლი;
** შესყიდვების ტრანსპორტირების ორგანიზება და ვადების კონტროლი;
** ლოჯისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობა;
** იმპორტისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** საფასო პოლიტიკის განსაზღვრა და ბაზრის კვლევა;
** პროდუქციის სარეალიზაციო ფასის განსაზღვრა და მარჟის კონტროლი;
** პროდუქციის ასორტიმენტის ასახვა პროგრამაში და მართვა;
** ფილიალების მიხედვით ინდივიდუალური ასორტიმენტის განსაზღვრა და ახალი პროდუქციით მომარაგება;
** ნაშთების და ასორტიმენტის რეგულარული ანალიზი;
** გაყიდვების ანალიზი კატეგორიების მიხედვით;
** ვადაგასული და მოკლევადიანი პროდუქტების მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ზოგადი მენეჯმენტის განხრით;
** სამუშაო გამოცდილება შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მინიმუმ 2 წელი;
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
საჭირო უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@yoyoso.ge.
სათაურის ველში მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "YOYOSO" "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|