|
დასახელება:
აღმასრულებელი დირექტორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია
|
|
გამოქვეყნდა: 13 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 მარტი
|
საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია აცხადებს ვაკანსიას აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
** სამართლებრივ პროექტებში მუშაობის გამოცდილება (სასურველი)
ძირითადი მოვალეობები:
** ასოციაციის ხელმძღვანელობითი ფუნქციების შესრულება
** ასოციაციის მართვისა და კონტროლის ორგანოების მიერ მიღებული სხვადასხვა აქტებისა და გადაწყვეტილებების სისტემატიზაცია, აღრიცხვა და აღსრულება
** გამგეობის სხდომების ორგანიზება და ყოველთვიური ანგარიშგება
** ასოციაციაში ახალი წევრების მოზიდვა
** ასოციაციის ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება
** ასოციაციის წევრთა პროფესიული განვითარებისთვის შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება
** ასოციაციის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშის მომზადება
** პროექტების მოზიდვა და მართვა
საჭირო უნარ-ჩვევები:
** ორგანიზებულობა
** კომუნიკაბელურობა
** მაღალი პასუხისმგებლობა
** პუნქტუალობა
** გუნდური მუშაობის უნარი
სამუშაო პირობები: ონლაინ მუშაობა
ანაზღაურება განისაზღვრება ასოციაციის გამგეობის მიერ კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებითა და გასაუბრების საფუძველზე.
განცხადებების მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 26 მარტი.
გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 1 გვერდისა) ელ. მისამართზე: office@alfg.ge
|
|
|
|