Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707402&print=yes&view=jobs
 
ღამის მრეცხავ-დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ღამის მრეცხავ-დამლაგებელი
მომწოდებელი: Askaneli Falestra
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
კომპანია "ასკანელი ფალესტრა" აცხადებს ვაკანსიას ღამის მრეცხავ-დამლაგებლის პოზიციაზე.

"ასკანელი ფალესტრა" - ეს არის ადგილი, სადაც თანამედროვეობა და ქართული ტრადიციები ერთმანეთთან არის შერწყმული, რომლის გუნდიც ყოველდღიურად ვითარდება და იზრდება. ჩვენი მთავარი საყრდენი - კვალიფიციური და განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ გსურთ შემოუერთდეთ მეგობრულ და ჯანსაღ სამუშაო გარემოს, ასევე მოახდინოთ თქვენი საქმიანობის უკეთესად რეალიზება, გელოდებით ჩვენს გუნდში.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.facebook.com/askanelifalestra

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #37მ;
სამუშაო საათები: 23:00-06:00 სთ (2 დღე სამუშაო, 2 დღე დასვენება);
დღიური ანაზღაურება: 80 ლარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამზარეულოსა და სარესტორნო სივრცეების დასუფთავება;
** ჭურჭლის, ინვენტარისა და სამზარეულოს აქსესუარების რეცხვა/დეზინფექცია;
** სამზარეულოს დანადგარების (ღუმელი, გრილი, მაცივარი, სამუშაო ზედაპირები და სხვ.) გაწმენდა და სანიტარული დამუშავება;
** იატაკების, კედლების, სანიაღვრეებისა და სამუშაო ზედაპირების რეცხვა-დეზინფექცია;
** ნარჩენების შეგროვება, დახარისხება და შესაბამის ადგილზე განთავსება;
** სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა და სისუფთავის სტანდარტების შესრულება;
** დასუფთავების ინვენტარისა და ქიმიური საშუალებების სწორად გამოყენება და შენახვა;
** სამუშაო სივრცის მომზადება მომდევნო სამუშაო დღისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა;
** ეფექტურად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** გუნდურად მუშაობისა და კომუნიკაციის კარგი უნარები.

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კვება;
** Fitpass.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაგვიზიაროთ რეზიუმე (CV) ან მოგვწეროთ თქვენი საკონტაქტო ნომერი მეილზე askanelifalestra.hr@gmail.com სათაურის ველში (subject)- ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შპს "ასკანელი ფალესტრა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

შპს "ასკანელი ფალესტრა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია