|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
პრიმაქს ჯორჯია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
საქართველოში ევროპული და ამერიკული ცნობილი ბრენდების წარმომადგენელი კომპანია შპს "უნიმედი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ფლობა (EXCEL-ის განსაკუთრებით);
** სასურველია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ოფისის მენეჯმენტის/ადმინისტრაციის/კანცელარიის მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ფლობა;
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში მომზადებული შემოსული და გასული დოკუმენტაციის/კორესპონდენციის გატარება და შესაბამისი რეესტრის წარმოება, დახარისხება და ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა დადგენილი წესით, ელექტრონული არქივის წარმოება;
** გასაგზავნი ამანათების მომზადება და საკურიერო სერვისით დროულად გაგზავნა;
** საოფისე და სხვა ნივთების შეძენა;
** ბრძანებების, მინდობილობების, ხელშეკრულებების დრაფტების შევსება/შემოწმება/შენახვა;
** თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის მართვა და პროგრამული შემოწმება;
** შვებულებების გრაფიკის მართვა, განცხადებების დახარისხება;
** მივლინებების მომზადების პროცესში ჩართულობა, ჯავშნების უზრუნველყოფა.
** დაზღვევის პოლისების მართვა;
** შიდა რეგულაციების დანერგვაში მონაწილეობა და შესრულება;
** სტუმრების მიღების ორგანიზება;
** დირექტორის, მოადგილეების მიერ მითითებული სხვადასხვა დავალებების შესრულების უზრუნველყოფა;
პიროვნული მახასიათებლები:
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა და მაღალ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი სამუშაო მოტივაცია, აქტივობა და ოპერატიულობა;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** პუნქტუალურობა და სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ ქართულ ენაზე CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: cv@unimedi.ge
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ მოთხოვნის შესაბამისად შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
ტელ: 595 06 07 70
|
|
|
|