Робота для біженців з України
HR ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR ადმინისტრატორი
მომწოდებელი: Hash Bank
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 09 აპრილი
HashBank არის ციფრული ბანკი, სიახლე ქართულ ბაზარზე. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანამედროვე, მომხმარებელზე ორიენტირებული, რევოლუციური პროდუქტი და შევცვალოთ წარმოდგენა საბანკო ინდუსტრიაზე.

ჩვენს გუნდში ვეძებთ გამოცდილ, მოტივირებულ, მაღალი სამუშაო ეთიკის მქონე ადამიანებს კორპორატიული კულტურის ძლიერი შეგრძნებით, რომლებიც მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის.

პოზიციის დასახელება: HR Administrator
გრაფიკი: სრული, ოფისიდან.

ძირითადი ფუნქციები:

** ახალი თანამშრომლების მიღების პროცესის მართვა (საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება, გაცნობითი შეხვედრები, სამუშაო სივრცის მომზადების კოორდინაცია);
** შრომითი ხელშეკრულებების, დანართების, ბრძანებების (მიღება, გათავისუფლება, დაწინაურება, მივლინება) მომზადება და სისტემატიზაცია;
** მატერიალური სახით არსებული საკადრო დოკუმენტების სათანადოდ შენახვა/დაარქივება;
** თანამშრომლებთან დაკავშირებული მონაცემების/დოკუმენტების ელექტრონულ სისტემაში ასახვის უზრუნველყოფა;
** საშტატო განრიგის მართვა, შვებულებების, ბიულეტენების (დეკრეტული შვებულების) და სამუშაო დროის აღრიცხვა;
** ფინანსურ განყოფილებასთან კოორდინაციით სახელფასო უწყისის (Payroll) მომზადება და ცვლილებების ასახვა;
** თანამშრომელთა დაზღვევის პაკეტების მართვა, ბენეფიტების გამოყენების მონიტორინგი და პროვაიდერებთან კომუნიკაცია;
** ტრენინგების ორგანიზაციული მხარდაჭერა, ლოგისტიკა და ტრენინგ საჭიროებების აღრიცხვა;
** თანამშრომლებისთვის საჭირო ცნობების (დასაქმების, ხელფასის და ა.შ.) დროული მომზადება და გაცემა;
** HR პროცესების ოპტიმიზაციაში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია HR მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების ან სამართლის მიმართულებით);
** საქართველოს შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
** HR ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების (განსაკუთრებით Excel) მაღალ დონეზე ფლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობისას.

ცოდნა:

** Employer Branding-ის გამოცდილება;
** შრომის კოდექსის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** MS Office-ის პროგრამების ცოდნა;
** HR პროგრამების ცოდნა.

უნარები:

** კარგი ზეპირი და წერილობითი კომუნიკაცია;
** დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
** კონფიდენციალურობის დაცვა;
** ერთდროულად რამდენიმე საკითხზე მუშაობის უნარი;
** სისწრაფე და ოპერატიულობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV/რეზიუმე მოცემულ მისამართზე: career@hashbank.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 9 აპრილი 2026.

სათაურის ველში მიუთითეთ: HR Administrator

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ სს "ჰეშ ბანკი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
კანდიდატის მიერ სს "ჰეშ ბანკისთვის" წარდგენილი განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავება მოხდება შრომითი ვალდებულებების და ურთიერთობის ხასიათიდან გამომდინარე, მათ შორის, დასაქმების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: career@hashbank.ge
სს "ჰეშ ბანკი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის, შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვმართოთ.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე