|
დასახელება:
ტრენერი ბიზნესის განვითარების ტრენინგის ჩასატარებლად
|
| მომწოდებელი:
მერსი ქორფსი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
|
თანდართული ფაილი:
707316_Attachments_1545528.zip
|
ტრენერების შერჩევა ბიზნესის განვითარების ტრენინგის ჩასატარებლად (BET - 1 კვირა)
სამუშაო პირობები:
სათაური: ტრენერების შერჩევა ბიზნესის განვითარების ტრენინგის ჩასატარებლად (RDYE პროექტი, ფაზა 2)
მდებარეობა:
RDYE პროექტის მე-2 ფაზის სამიზნე რეგიონები და მუნიციპალიტეტები
** ქვემო ქართლის რეგიონი: რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა, დმანისის მუნიციპალიტეტები
** სამცხე-ჯავახეთის რეგიონი: ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები
** აჭარის რეგიონი: ქობულეთი, ხელვაჩაური, შუახევი, ქედა, ხულოს მუნიციპალიტეტები
** გურიის რეგიონი: ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები
პოზიცია: RDYE პროექტის მე-2 ფაზის ტრენერი (ბიზნესის განვითარების ტრენინგი)
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 31 მარტი, 2026
დავალების ხანგრძლივობა (სავარაუდო): პროექტის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში (2025-2028)
RFP ნომერი: MCG/RDYE2/2026/RFP/PT/002
პროექტის მიმოხილვა:
"მერსი ქორფსი" საქართველოში 2000 წლიდან მოღვაწეობს. ორგანიზაციის საქმიანობა მიმართულია ძლიერი, განვითარებული და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისკენ. ორგანიზაციას ყურადღება განსაკუთრებით მიმართული აქვს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, შემოსავლების ზრდაზე, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებასა და ახალგაზრდულ მეწარმეობაზე.
მერსი ქორფს საქართველო ახორციელებს პროექტის, სოფლის განვითარება ახალგაზრდული მეწარმეობის ხელშეწყობით, მე-2 ფაზას (RDYE 2). პროექტის ხანგრძლივობაა 36 თვე (2025 წლის ოქტომბერი - 2028 წლის სექტემბერი).
პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ. პროექტის მხარდამჭერები და პარტნიორები არიან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სკაპი (MFI Scapp) და სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი.
პროექტის მიზანია სოფლის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა აპრობირებული და ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული ინსტრუმენტების გამოყენებით, ბაზრების განვითარების სისტემური მიდგომისა (MSD) და ახალგაზრდების დასაქმების პროგრამების მეშვეობით, ზემოთ აღნიშნულ ოთხ სამიზნე რეგიონსა და 21 მუნიციპალიტეტში.
RDYE პროექტი ხელს შეუწყობს მინიმუმ 1, 800 ახალგაზრდას (რომელთაგან სულ მცირე 50% იქნება ქალი), მათ შორის იქნებიან მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები (გეოგრაფიულად იზოლირებული ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები, დევნილები (IDP), შშმ პირები და სხვადასხვა სოციალური ნიშნით დაუცველ მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდები). პროექტის მიზანია მათი სამეწარმეო უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება, რათა შეიქმნას 65 მდგრადი, ახალი ან/და გაფართოვდეს არსებული ახალგაზრდული საწარმო, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებით.
პროექტის მიზანია სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების სამეწარმეო ცოდნისა და უნარების ამაღლება, სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარება, ასევე ფინანსებსა და ბაზრებზე წვდომის გაზრდა. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მთავარი ფოკუსი იქნება ახალგაზრდების სოციალურ-ეკონომიკური ჩართულობისა და კეთილდღეობის გაუმჯობესება, მათში სამეწარმეო პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა.
პროექტის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობათ გოგოებსა და ქალებს, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებს, დევნილებსა (IDP) და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს.
შეფასების მიზანი და ამოცანა:
ბიზნესის განვითარების ტრენინგი (BET) არის ერთკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა, რომელიც შექმნილია მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, რომლებმაც წარმატებით გაიარეს RDYE პროექტის მე-2 ფაზის შერჩევის წინა ეტაპები.
ბიზნესის განვითარების ტრენინგის (BET) მიზანია მონაწილეებს დაეხმაროს სიცოცხლისუნარიანი, საბანკო სისტემისთვის მისაღები ბიზნესგეგმების შემუშავებაში და მოამზადოს ისინი თანადაფინანსების შესაძლებლობებისთვის.
RDYE პროექტი მე-2 ფაზისთვის ეძებს გამოცდილ ტრენერებს ბიზნესის განვითარების ტრენინგის (BET) ჩასატარებლად. ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს: ბიზნესის დაგეგმვა, ფინანსების მართვა, ღირებულებათა ჯაჭვის ანალიზი, გარემოსდაცვა, გენდერულ თანასწორობაზე ორიენტირებული ბიზნესპრაქტიკა.
შერჩეული ტრენერები უნდა იყვნენ რომელიმე სამიზნე მუნიციპალიტეტიდან (ჩამოთვლილია ზემოთ).
RDYE პროექტმა, ექსპერტების მხარდაჭერით, უკვე შეიმუშავა ბიზნესის განვითარების ტრენინგის (BET) სასწავლო მასალები, რომლებიც წარმატებით იქნა გამოყენებული პროექტის პირველ ფაზაში. მე-2 ფაზის ფარგლებში, ტრენინგებისთვის გამოყენებული იქნება აღნიშნული მასალების განახლებული და ადაპტირებული ვერსია.
აღნიშნული სასწავლო კურსები წარმოადგენს RDYE პროექტის მე-2 ფაზის შესარჩევი კონკურსის საწყის ეტაპს და მიზნად ისახავს მონაწილეთა საბაზისო სამეწარმეო ცოდნისა და უნარების გაძლიერებას. ტრენერების შერჩევის შემდეგ, ჩატარდება 3-დღიანი ტრენერთა ტრენინგი (ToT), სადაც ტრენერები გაეცნობიან ბიზნესის განვითარების ტრენინგის სასწავლო მასალებს.
ტრენერთა ტრენინგის (ToT) დასრულების შემდეგ, ტრენერები სამიზნე მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმეებისთვის ჩაატარებენ ერთკვირიან ბიზნესის განვითარების ტრენინგს (BET).
მოვალეობები და პასუხისმგებლობები
შერჩეული კანდიდატების მოვალეობები:
** დაგეგმონ და მოამზადონ სასწავლო კურსები პროექტის მითითებების შესაბამისად;
** ჩაატარონ ბიზნესის განვითარების ტრენინგი (BET);
** უზრუნველყონ ინტერაქტიული და ინკლუზიური სასწავლო გარემო;
** ჩაატარონ ჯგუფური და ინდივიდუალური ქოუჩინგ-სესიები;
** დაეხმარონ მონაწილეებს სრულყოფილი ბიზნეს გეგმების მომზადებაში;
** აწარმოონ მონაწილეთა დასწრებისა და პროგრესის აღრიცხვა/ანგარიშგება;
** პროექტის გუნდთან და სხვა ტრენერებთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და გამოცდილება:
** მეწარმეობის ტრენინგების ჩატარების ან ბიზნეს საკონსულტაციო მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილება;
** მცირე და საშუალო ბიზნესის (SME) განვითარებისა და ბიზნეს დაგეგმარების სფეროში არსებული გამოცდილება;
** დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ფასილიტაციისა და ქოუჩინგის უნარები;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა (სომხური და/ან აზერბაიჯანული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
საჭირო დოკუმენტები:
** დანართი 1 - განაცხადის ფორმა (ბიზნესის განვითარების ტრენინგი (BET)) (ხელმოწერილი)
** დანართი 2 - თანხმობის ფორმა (ხელმოწერილი)
** CV (მაქსიმუმ 2 გვერდი)
** სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 200 სიტყვა)
აუცილებელი მოთხოვნები:
** შერჩევის პროცესის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებმა უნდა გაიარონ სამდღიანი ტრენერების ტრენინგი (ToT), ბიზნესის განვითარების ტრენინგთან (BET) დაკავშირებით;
** აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ მეწარმეობის საფუძვლიანი ცოდნა.
** აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ სამეწარმეო ეკოსისტემაში მუშაობის გამოცდილება.
** აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ მეწარმეობასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარების არანაკლებ ორ (2) წლიანი გამოცდილება.
სავარაუდო ვადები:
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით. ელექტრონული ფოსტის სათაურის ველში უნდა მიეთითოს RFP-ის დასახელება.
ელექტრონული დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო თარიღია 31 მარტი, 2026
განაცხადები მიიღება ელ-ფოსტაზე: rdye@mercycorps.org
დაგვიანებით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.
თარიღები:
ქვემოთ მოცემულ კალენდარში შეჯამებულია შერჩევის პროცესის მნიშვნელოვანი თარიღები.
აპლიკანტებმა უნდა დაიცვან მითითებული ვადები.
** RFP-ის გამოცხადების თარიღი - 12 მარტი, 2026
** განაცხადების/წინადადებების მიღების ბოლო ვადა - 31 მარტი, 2026
** ხელშეკრულების გაფორმების თარიღი (სავარაუდო) - მარტი / აპრილი
ზემოაღნიშნული თარიღები შესაძლოა შეიცვალოს მხოლოდ RDYE პროექტის გადაწყვეტილებით.
ნებისმიერი ცვლილება გამოქვეყნდება RFP-ის ცვლილების სახით.
შერჩევის პროცესი:
შერჩევა განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ეტაპი 1 - ინტერესის გამოხატვა
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია:
** დანართი 1 - განაცხადის ფომრა (ბიზნესის განვითარების ტრენინგი (BET)) / ხელმოწერილი
** დანართი 2 - თანხმობის ფორმა / ხელმოწერილი
** CV (მაქსიმუმ 2 გვერდი)
** სამოტივაციო წერილი (მინიმუმ 200 სიტყვა)
ეტაპი 2 - რეგისტრაცია შესყიდვების სისტემაში
აპლიკანტები, რომლებიც გამოხატავენ მონაწილეობის სურვილს, უნდა დარეგისტრირდნენ მერსი ქორფსის შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.
დარეგისტრირებული აპლიკანტები რეგისტრაციის დასრულებისთვის მიიღებენ ელექტრონულ შეტყობინებას.
მხოლოდ ის აპლიკანტები, რომლებიც სრულად გაივლიან აღნიშნულ რეგისტრაციას, იქნებიან უფლებამოსილნი წარადგინონ სრული საპროექტო წინადადებები.
ეტაპი 3 - დეტალური წინადადების წარდგენა
წარმატებული რეგისტრაციის შემდეგ, აპლიკანტები სისტემის მეშვეობით მიიღებენ მოწვევას, რათა შესყიდვების პორტალზე ელექტრონულად წარადგინონ:
** ტექნიკური წინადადება;
** ფინანსური შეთავაზება;
სისტემის გარეთ წარდგენილი განაცხადები არ განიხილება.
შეფასების კრიტერიუმები:
** მეთოდოლოგია და მიდგომა: არის თუ არა მეთოდოლოგია და მიდგომა პროექტის მოთხოვნებთან შესაბამისობაში? ქულა - 30
** ტრენერად მუშაობის შესაბამისი გამოცდილება: აქვს თუ არა აპლიკანტს RFP MCG/RDYE2/2026/RFP/PT/002-ის შესაბამისი სასწავლო პროგრამების შემუშავებისა და ჩატარების გამოცდილება? ქულა - 40
** ბიზნეს გეგმების შემუშავების შესაბამისი გამოცდილება: აქვს თუ არა კანდიდატს ბიზნესგეგმების შემუშავების, რევიზიისა და კონსულტირების გამოცდილება? (პრიორიტეტი მიენიჭება პროექტის ფინანსური ანალიზის, ფინანსური პროგნოზირებისა და ბაზრის კვლევის კომპეტენციებს) ქულა - 30
შეფასება და გამარჯვებულის გამოვლენის ზოგადი წესი
შერჩეული კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს RFP-ით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ფლობდეს შესაბამის ტექნიკურ და მენეჯერულ უნარებს. მის მიერ წარდგენილი განაცხადი RDYE პროექტს უნდა სთავაზობდეს საუკეთესო პირობებს.
RFP-ის ფარგლებში გამარჯვებული გამოვლინდება საუკეთესო ფასისა და ხარისხის თანაფარდობის პრინციპით.
თითოეული აპლიკანტის განაცხადი შეფასდება ზემოთ მოცემულ ცხრილში მითითებული კრიტერიუმებისა და ქვეკრიტერიუმების საფუძველზე, რის მიხედვითაც კანდიდატებს მიენიჭებათ შესაბამისი ქულები.
დანართების სია:
დანართი 1 – განაცხადის ფორმის ნიმუში (აუცილებლად ხელმოწერილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)
დანართი 2 - თანხმობის ფორმა (აუცილებლად ხელმოწერილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება)
|
|
|
|