|
დასახელება:
სამკ. საშუალებების რეგისტ. და მარეგ. ურთიერთობის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
ფიფლია
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
"ფიფლია" არის HR აუთსორსული კომპანია, ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ადამიანურ კაპიტალს ბიზნესის ზრდის მთავარ ძალად გარდაქმნის. ჩვენ ვფარავთ HR-ის ყველა მიმართულებას - დაწყებული რეკრუტინგითა და ჰედჰანთინგით, დოკუმენტაციის ადმინისტრირებით, ორგანიზაციული ტრენინგებით და ქოუჩინგით, ფეიროლით - დასრულებული იურიდიული მომსახურების აუთსორსით, ბრენდინგითა და კვლევებით.
HR აუთსორსული კომპანია "ფიფლია" პარტნიორი კომპანიისთვის ეძებს სამკურნალო საშუალებების რეგისტრაციის და მარეგულირებელთან ურთიერთობის განყოფილების სპეციალისტს.
სამუშაო პირობები:
** ანაზღაურება: 2500ლ
** სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
** სამუშაო ფორმატი: ოფისიდან
** ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მედიცინის/ფარმაციის დარგში;
** მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
** ინფორმირებულობა საქართველოს, დსთ-ს და ევროპის ქვეყნების სამკურნალო საშუალებების მიმოქცევისა და რეგისტრაციის მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის შესახებ;
** სამკურნალო საშუალების სარეგისტრაციო დოსიეს შექმნის (CTD ფორმატი) გამოცდილება;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამები: MS Office, მაღალ დონეზე ცოდნა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის მიერ წარმოებული და კონტრაქტით წარმოებული სამკურნალო საშუალებების, ასევე ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბად), რეგისტრაციის/ხელახალი რეგისტრაციის/ ცვლილებების რეგისტრაციისთვის კანონით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისი სარეგისტრაცი დოსიეების მომზადება;
** დოსიეების წარდგენა საქართველოსა და საექსპორტო ქვეყნების მარეგულირებელ ორგანოში და აღნიშნულთან დაკავშირებული პროცესების მართვა;
** მარეგულირებელი ორგანოდან მიღებულ შენიშვნების წერილებზე დროულად, დადგენილ ვადებში რეაგირება;
** მასალების არქივირება კომპანიაში მოქმედი წესის და ვადების სრული დაცვით;
** შესრულებული სამუშაოების შესახებ რეგულარული ანგარიშების მომზადება.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, გაგვიზიარეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელფოსტაზე: HR@piplia.ge და Subject - ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ შპს "ფიფლიას" და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR@piplia.ge
შპს "ფიფლია" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
|
|
|
|