|
დასახელება:
E-commerce მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
კონტაქტჰოუმი
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 14 აპრილი
|
"Konatk"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-მდე პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.
ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.
შენი მისია კომპანიაში: როგორც E-commerce მენეჯერი, შენ იქნები ჩვენი ციფრული გაყიდვების მთავარი მამოძრავებელი ძალა. შენი მიზანია ონლაინ პლატფორმის მუდმივი განვითარება, მომხმარებლისთვის საუკეთესო ციფრული გამოცდილების შექმნა და ონლაინ გაყიდვების მაჩვენებლების მაქსიმალური ზრდა.
ძირითადი მოვალეობები:
** კომპანიის ვებგვერდის ყოველდღიური მართვა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** ონლაინ კატალოგის მართვა პლატფორმაზე;
** ელექტრონული კომერციის გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და გეგმის შესრულებაზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვების გუნდის კოორდინაცია და მართვა ონლაინ შეკვეთებთან დაკავშირებით;
** პრობლემური ქეისების სწრაფი და ეფექტური მოგვარება;
** ლოჯისტიკის გუნდებთან მჭიდრო კოორდინაცია ონლაინ შეკვეთების შეუფერხებელი მიწოდების უზრუნველსაყოფად
რა უნარები და გამოცდილება გჭირდება?
** ელექტრონული კომერციის მართვის ან ციფრული მარკეტინგის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო და მასალების სათარგმნ დონეზე);
** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პროექტების მართვის უნარი.
რატომ უნდა შემოგვიერთდე? ჩვენ ვაფასებთ შენს დროს და შრომას:
** გრაფიკი: სტანდარტული, 40-საათიანი სამუშაო კვირა;
** ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილებიდან გამომდინარე + ბონუსი (ონლაინ გაყიდვების გეგმის შესაბამისად);
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა შენთვის და შენი ოჯახისთვის (ინდივიდუალური და საოჯახო);
** აქტიური ცხოვრება: Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობა;
** მეტი დასვენება: წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.
მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე მისამართზე: CV@kontakt.ge
გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "E-commerce მენეჯერი"
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 14.04.2026
გისურვებთ წარმატებას!
** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
|
|
|
|