|
დასახელება:
სამედიცინო წარმომადგენელი
|
| მომწოდებელი:
სამედიცინო ლაბორატორია სინევო
|
|
გამოქვეყნდა: 12 მარტი
/ ბოლო ვადა: 12 აპრილი
|
ევროპული სამედიცინო ლაბორატორიების ქსელი "სინევო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის თანამდებობაზე ქ. თბილისში.
ლოკაცია: ქ. თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული
"სინევოში" თქვენ დაგხვდებათ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** Fitpass
** თიმბილდინგი
** მზარდი შრომითი ანაზღაურება
ძირითადი მოვალეობები:
** ადგილობრივ, სამედიცინო და არასამედიცინო დაწესებულებებთან, ექიმებთან, მოლაპარაკების წარმოება
** პროდუქტებზე მუშაობა და სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა
** რეგულარული ანგარიშგება ხელმძღვანელი პირის წინაშე მიმდინარე საქმიანობის, მიღწეული პროგრესის, ცვლილებების, ან/და სამოქმედო გეგმის შესახებს
საკვალიფიკაციო მოთხოვნების:
** სამედიცინო განათლება ჩაითვლება უპირატესობად
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა (B2) ჩაითვლება უპირატესობად
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** ფარმაცევტულ კომპანიაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა
პიროვნული თვისებები:
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურად მუშაობის უნარის
** პასუხისმგებლობა
** შედეგზე ორიენტირება
დაინტერესებულ პირებს, რომელთა კვალიფიკაცია შეესაბამება ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, შემდეგ მეილზე: marketinghr@synevo.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
"სინევოში" თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სინევოს" მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის არაუმეტეს 3 წლის ვადით. გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.
"სინევო" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|