Робота для біженців з України
საწყობის თანამშრომლის დამხმარე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის თანამშრომლის დამხმარე
მომწოდებელი: Georgian AirLink
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 12 აპრილი
ინტერნეტ პროვაიდერი კომპანია "Georgian AirLink" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის დამხმარეს პოზიციაზე.

მოვალეობები:

** პირველადი დოკუმენტების შესაბამისად საქონლის მიღებისა და გაცემის რაოდენობრივი აღრიცხვა და კონტროლი;
** კომპანიის მიერ განსაზღვრული პერიოდულობით ინვენტარიზაციის ჩატარება;
** საწყობის გამართული საქმიანობისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** საწყობში ან/და საწყობიდან საქონლის დროული აღწერა, აღრიცხვა და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება;
** პროდუქციის დალაგება და საწყობის წესრიგის უზრუნველყოფა
** საქონლის დატვირთვა/გადმოტვირთვაში მონაწილეობა
** საწყობის თანამშრომლის მითითებების შესრულება

მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** გუნდში მუშაობის უნარი
** ფიზიკური სამუშაოს შესრულების მზადყოფნა
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (არასავალდებულო)

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს
** Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ გუნდს

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: სრული 10:00-19:00;
** ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@airlink.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე