Робота для біженців з України
უფროსი იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უფროსი იურისტი
მომწოდებელი: Gelbakhiani Legal Services
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 22 მარტი
იურიდიული კომპანია "გელბახიანი ლიგალ სერვისის" აცხადებს ვაკანსიას უფროსი იურისტის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 3000 ლარიდან (NET), კანდიდატის კვალიფიკაციის გათვალისწინებით. ფიქსირებულ ანაზღაურებასთან ერთად, დასაქმებულს შეიძლება მიეცეს წლიური ბონუსი, კომპანიის საბონუსე პოლიტიკის შესაბამისად.

სამუშაოს აღწერა:

უფროსი იურისტის სამუშაო მოიცავს კომპანიისათვის და კომპანიის კლიენტებისათვის სხვადასხვა ტიპის სამართლებრივი მომსახურების გაწევას, მათ შორის:

შიდა აქტების, სადამფუძნებლო დოკუმენტების, ნებისმიერი ტიპის და შინაარსის გარიგების, სხვა სამართლებრივი შინაარსის დოკუმენტაციის, კორესპონდენციის მომზადება, ექსპერტიზა და ანალიზი;
კომპანიის ან/და მისი კლიენტების წარმომადგენლობა და ინტერესების დაცვა მესამე პირებთან ურთიერთობებში, შესაბამისი მოლაპარაკებების წარმოება ან/და შეხვედრების ორგანიზება;
წარმომადგენლობა სანოტარო ბიუროებში, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში. დოკუმენტების დასამოწმებლად, განსახილველად ან/და სარეგისტრაციოდ წარდგენა და შესაბამის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
ქვეყნის საკანონმდებლო ბაზაში მიმდინარე სიახლეების, სასამართლო პრაქტიკის, მუდმივი კონტროლი, კომპანიის და მისი კლიენტების ინფორმირება და სამუშაო პროცესში გამოყენება.

კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები:

კანდიდატის კვალიფიკაცია და უნარ-ჩვევები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** ადმინისტრაციული, სამოქალაქო და სამეწარმეო კანონმდებლობის თეორიის კარგი ცოდნა;
** სამოქალაქო და სამეწარმეო სამართლის მიმართულებით, ხელშეკრულებებსა და კორპორაციულ დოკუმენტებზე, მუშაობის სულ მცირე 3 (სამი) წლის გამოცდილება.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** გამართულად მეტყველების და წერილობითი გადმოცემის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, პუნქტუალურობა, კომუნიკაბელურობა, გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილ დონეზე ცოდნა.

CV შეგიძლიათ გამოაგზავნოთ მეილზე: info@gelbakhiani.com.

ზემოაღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" (ს/კ: 405213380) მიერ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილი იქნება ნებისმიერ დროს მიიღოს ინფორმაცია შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" მიერ დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის"-ს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება.

შპს "გელბახიანი ლიგალ სერვისის" კანდიდატის შერჩევის ეტაპზე, ასევე შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში უზრუნველყოფს, რომ არ მოხდეს კანდიდატის/დასაქმებულის პირდაპირი ან/და არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის რასის, კანის ფერის, ენის, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ეროვნების, წარმოშობის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, საცხოვრებელი ადგილის, ასაკის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, შეზღუდული შესაძლებლობის, რელიგიური, საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი, კუთვნილების, ოჯახური მდგომარეობის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების გამო ან სხვა ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე