Робота для біженців з України
ექთანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექთანი
მომწოდებელი: კლინიკა ჰელსიკორი
გამოქვეყნდა: 12 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას ანესთეზია-რეანიმაციის დეპარტამენტში ექთნის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს;
** საშუალო სპეციალიზებული განათლება, დიპლომირებული ექთანი;
** გამოცდილება: მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საექთნო მანიპულაციების შესრულება, პაციენტის მოვლა/მეთვალყურეობა;
** საექთნო დოკუმენტაციის წარმოება;
** კლინიკის შიდა საექთნო განათლებაში მონაწილეობის მიღება;
** შიდა სტანდარტების შესრულება.

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 30 მარტამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე