|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
მწვანე ჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "მწვანე ჰაბი" - წამყვანი დისტრიბუციული კომპანია Horeca სექტორში, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, 11:00-19:00
სამუშაო ადგილი: თბილისი, ცოტნე დადიანის 7, ქარვასლა
ანაზღაურება: 2000 ლარი ფიქსირებული + ბონუსი - ჩარიცხული თანხის %
ძირითადი მოვალეობები:
** აქტიური გაყიდვების მართვა და კლიენტებთან კონტაქტის განვითარება (რესტორნები, კაფეები, სკოლები, საბავშვო ბაღები);
** მიმდინარე კლიენტების მოთხოვნებისა და შეკვეთების ოპერატიული მართვა;
** ბაზრის კვლევა, ახალი კლიენტების მოზიდვა და გაყიდვების ზრდის სტრატეგიის მხარდაჭერა;
** გაყიდვების ანგარიშების მომზადება და ადმინისტრაციული პროცედურების დაცვა;
** პროდუქტის პრეზენტაციები, დემონსტრაციები და მარკეტინგული მხარდაჭერა.
მნიშვნელოვანი მოთხოვნები:
** პრაქტიკული გამოცდილება გაყიდვების სფეროში აუცილებელია;
** კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა და თვითმოტივაცია;
** კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა, ინგლისური და რუსული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: Info@Mtsvane.ge - თემაში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი".
|
|
|
|