Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707185&print=yes&view=jobs
 
დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ესპრესო ჯორჯია
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"ESPRESSO GEORGIA" არის ყავის მარცვლის, პრემიუმ ხარისხის სიროფების, ტოპინგების, კოქტეილების დანამატების, ცივი, თუ ცხელი სასმელების მოსამზადებელი ნედლეულის იმპორტიორი.

"ESPRESSO GEORGIA" აცხადებს ვაკანსიას დასავლეთ საქართველოს რეგიონალური გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 + ბონუსი.
საშუალოდ ჯამური ხელფასი: 6000 ლ
გრაფიკი: 5 სამუშაო დღე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** აქტიური, თავაზიანი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** შრომისმოყვარეობა, ორგანიზებულობა.
** B კატეგორიის მართვის მოწმობა.

ფუნქციები:

** გაყიდვების გუნდის მართვა;
** არსებული სიტუაციის ანალიზი და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
** გაყიდვების პროცესის ორგანიზება და წარმართვა;
** დაქვემდებარებაში მყოფი პერსონალის სამუშაო პროცესის კონტროლი;
** ამოცანების დასახვა და შესრულების მონიტორინგი;
** ფილიალების მუშაობის ეფექტურობის გაზრდისკენ მიმართული ახალი პროექტების ინიცირება.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: Espressogeorgia2006@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია