Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707184&print=yes&view=jobs
 
მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Silk Cloud
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"Silk Cloud" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი
ანგარიშვალდებული: ფინანსური დირექტორი
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის მართვა და შედეგების კონტროლი
** სააღრიცხვო პოლიტიკის წარმართვა საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად
** ფინანსური ანგარიშგებებისა და დეკლარაციების მომზადება და წარდგენა დადგენილ ვადებში
** პროცესებისა და ინსტრუქციების ინიცირება და განვითარებაში აქტიური ჩართულობა
** საგადასახადო რისკების მინიმიზაციის მიზნით შიდა პოლიტიკებისა და დოკუმენტაციის შემუშავება და კონტროლი
** IFRS-ის შესაბამისად ფინანსური ანგარიშგების მომზადების პროცესის ხელმძღვანელობა
** სააღრიცხვო პროგრამის განვითარებასა და პროცესების ავტომატიზაციაში მონაწილეობა
** გარე და შიდა აუდიტორებთან თანამშრომლობა
** ყოველთვიური ანგარიშგებებისა და ანალიტიკის უზრუნველყოფა
** ბიუჯეტის შედგენასა და შესრულების ანალიზში ჩართულობა
** მარეგულირებელ ორგანოებთან ურთიერთობა და შესაბამისი რეპორტების მომზადება
** პროცესების ოპტიმიზაცია და სტანდარტიზაცია ეფექტურობის ამაღლების მიზნით
** კომპანიის მიმდინარე და ინიცირებულ პროექტებში მონაწილეობა

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** IFRS-ისა და საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა
** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ბუღალტერიაში, მათ შორის მინიმუმ 2 წელი ხელმძღვანელ პოზიციაზე
** ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდში მუშაობისა და პროცესების მართვის გამოცდილება

Ketevan.chkhikvishvili@silkcloud.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია