Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707138&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების წარმომადგენელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: MAQRO Development
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"MAQRO Development" არის MAQRO ჯგუფის მამოძრავებელი ძალა. კომპანია აშენებს საცხოვრებელ კომპლექსებს, სასტუმროებს, რესტორნებს, მაღაზიებსა და ოფისებს, სადაც ადამიანები თავს კომფორტულად გრძნობენ.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ კომპანიის ელექტრონული გვერდი www.maqro.ge

კომპანია აცხადებს გაყიდვების ოფისში ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სექტორი - უძრავი ქონება
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის მიხედვით)+ საბონუსე სისტემა

ჩვენ ვეძებთ მაღალი მოტივაციის მქონე და შედეგზე ორიენტირებულ გაყიდვების წარმომადგენელს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს. კანდიდატი უნდა იყოს თავდაჯერებული და კლიენტის საჭიროებებზე ორიენტირებული. მას უნდა შეეძლოს გაყიდვების სრული პროცესის მართვა.

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების პრეზენტაცია და პოპულარიზაცია პოტენციურ კლიენტებთან.
** შემოსული ლიდების (Leads) მართვა და შემდგომი კომუნიკაცია.
** კლიენტებთან შეხვედრების, პრეზენტაციებისა და მოლაპარაკებების წარმართვა.
** CRM სისტემაში მონაცემების ზუსტი და დროული აღრიცხვა, გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება.
** ყოველთვიური გაყიდვების გეგმის შესრულება.
** კოორდინაცია შესაბამის დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, ფინანსები, იურიდიული).
** ბაზრის და კონკურენტების ანალიზის მომზადება.
** პერიოდულად მივლინებაში გამგზავრება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა და კორექტულობის მაღლი გრძნობა;
** პუნქტუალობა;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებულობა;
** საქმის ორგანიზების და დაგეგმვის უნარი
** დისციპლინირებულობა
** გამართული და მკაფიო მეტყველება
** მოლაპარაკების წარმართვის უნარი
** მომხმარებელთან ურთიერთობისა და მათ საჭიროებებზე ფოკუსირების უნარი
** ტაქტიანობა, თავაზიანობა და დადებითი დამოკიდებულება
** გუნდური მუშაობის უნარი და კომუნიკაბელურობა
** მიზანზე ორიენტირებულობა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების სფეროში მუშაობის 3-5 წლიანი გამოცდილება (უძრავი ქონების სფეროში მუშაობა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად).
** გაყიდვების გეგმების შესრულების გამოცდილება
** კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და პრეზენტაციის უნარი.
** თვითდისციპლინა, შედეგზე ორიენტირებულობა და მაღალი მოტივაცია.
** გუნდური და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
** ინგლისური, თურქული და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა (დამატებითი ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა.
** კლიენტებთან შეხვედრებისა და ადგილზე ვიზიტების გამართვა
** სწრაფ და შედეგზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოსთან ადაპტაციის უნარი.

კომპანია თავის მხრივ უზრუნველყოფს:

ერთჯერად კვებას, კორპორატიულ ნომერს (ულიმიტო პაკეტით), კორპორატიულ ჯანმრთელობის დაზღვევას და სასიამოვნო და პროფესიულ სამუშაო გარემოს. კონკურენტული ხელფასი + ბონუსური სისტემა გაყიდვების მიხედვით კარიერული განვითარებისა და ზრდის შესაძლებლობა.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (სასურველია ორენოვანი ინგლისურ-ქართული) მისამართზე: eser.alp@maqro.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "Sales Representative"

შენიშვნა: დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია