Робота для біженців з України
CRM მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: CRM მენეჯერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით CRM მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კლიენტთა ერთიანი მონაცემთა ბაზის მართვა და განვითარება;
** მონაცემთა სიზუსტისა და სრულყოფის კონტროლი;
** დუბლირებული ჩანაწერების იდენტიფიკაცია და გასწორება;
** კლიენტების სეგმენტაციის მოდელების შექმნა;
** გაყიდვების მონიტორინგი და ანალიზი, დატვირთულობის შეფასება;
** ლიდების მაჩვენებლების შეფასება და გაყიდვების დეპარტამენტების ეფექტიანობის ანალიზი;
** გაყიდვების პროგნოზისთვის მონაცემების მომზადება;
** CRM სისტემაში პოლისების ვადის კონტროლი და განახლების პროცესის მხარდაჭერა, ვადის ამოწურვის ავტომატური შეტყობინებების მართვა;
** განახლების კამპანიების დაგეგმვა და მონიტორინგი; განახლების მაჩვენებლების ანალიზი, მათ შორის Ecommerce-ით მოზიდული კლიენტების პროლონგაცია;
** SMS და Email კომუნიკაციის კამპანიების მართვა, Mailchimp-ის აწყობა;
** პერსონალიზებული კომუნიკაციის პროცესების მხარდაჭერა
** CRM მონაცემებზე დაფუძნებული ანალიტიკური ანგარიშების ყოველთვიური მომზადება;
** CRM სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივების მომზადება, ბიზნეს მოთხოვნების ფორმირება და IT დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
** კლიენტის სრული პროფილისა და კომუნიკაციის ისტორიის მართვა CRM სისტემაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, მარკეტინგის, IT ან მომიჯნავე სფეროში
** CRM სისტემებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობისა და მონაცემების ანალიზის გამოცდილება
** CRM პლატფორმებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება (Salesforce / HubSpot / MS Dynamics — სასურველია)
** Email Marketing პლატფორმების ცოდნა (Mailchimp, SendGrid ან მსგავსი)
** Excel-ის კარგი ცოდნა; SQL-ის საბაზისო ცოდნა — უპირატესობა
** სასურველია გამოცდილება გაყიდვების, მარკეტინგის, ფინანსურ ან სადაზღვევო სექტორში
** სამრეწველო სტანდარტებისა და SLA-ების ცოდნა
** ძლიერი ანალიტიკური, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები
** დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) ელფოსტაზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "CRM მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე