Робота для біженців з України
მოლარე-ოპერატორი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: თერმო ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
შპს "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე და მომხმარებელს სთავაზობს გათბობა-გაგრილების, ვენტილაციისა და სანტექნიკის ხარისხიან პროდუქციასა და მომსახურებას.

საბითუმო ვაჭრობასთნ ერთად, კომპანია საცალო ქსელით არის წარმოდგენილი საქართველოს მასშტაბით. თერმო ცენტრი 2021 წლიდან, ადგილზე აწარმოებს იატაკქვეშა გათბობის პროდუქციას, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს შოურუმებსა და ფილიალებში.
თერმო ცენტრი გამოირჩევა ფართო ასორტიმენტით და საიმედო გაყიდვის შემდგომი მომსახურებებით.

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, აღმაშენებლის 81.
ანაზღაურება: 1200 ლარი, ხელზე ასაღები + ყოველთვიური ბონუსი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ფიტპასს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლებთან კომუნიკაცია, კონსულტაცია და პროგრამული ოპერაციების შესრულება.
** გაყიდული პროდუქციის პროგრამა FINA-ში ადმინისტრირება და ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორების განხორციელება;
** რეალიზაციების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** სალაროს გადამოწმება და დღის ფურცლის მომზადება;
** პერიოდულობით ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამა Fina-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) საბაზისო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ოპერატიულობა;
** გუნდურობა და კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე - HR@thermocenter.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-ოპერატორი"

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე