Робота для біженців з України
ბუღალტრის დამხმარე სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის დამხმარე სტაჟიორი
მომწოდებელი: მწვანე ჰაბი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
კომპანია "მწვანეჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის დამხმარე სტაჟიორის პოზიციაზე. ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლობიან და დეტალებზე ორიენტირებულ კანდიდატს, რომელსაც სურს ბუღალტერიის სფეროში პრაქტიკული გამოცდილების მიღება და პროფესიული განვითარება.

სტაჟირების პირობები:

** სტაჟირების ხანგრძლივობა: 4 თვე
** სტაჟირება: ანაზღაურებადი
** სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
** სამუშაო პროგრამა: 1C

ძირითადი მოვალეობები:

** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის დამუშავებაში დახმარება
** ინვოისებისა და ზედნადებების პროგრამაში ასახვა
** მონაცემების შეყვანა და კონტროლი 1C სისტემაში
** დოკუმენტაციის ორგანიზება და არქივაცია
** ბუღალტრის მიმდინარე პროცესებში დახმარება

მოთხოვნები:

** სასურველია ბუღალტერიის / ფინანსების მიმართულებით განათლება ან მიმდინარე სწავლა
** MS Excel-ის საბაზისო ცოდნა
** პასუხისმგებლიანობა და დეტალების მიმართ ყურადღება
** სწავლისა და განვითარების ძლიერი სურვილი

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ცოტნე დადიანის #7, ქარვასლა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: HubGreen2020@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე