Робота для біженців з України
შემომავალი ზარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შემომავალი ზარების ოპერატორი
მომწოდებელი: ტერავიტა +
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
კომპანია "ტერავიტა +" ახდენს ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების რეალიზაციას.

ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ ოპერატორებს, რომელიც დაგვეხმარებიან კლიენტებთან ხარისხიან კომუნიკაციაში და გაყიდვების გაზრდაში.

სამუშაო ადგილი: ოფისი, თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი ზარების მიღება და პროფესიონალური კონსულტაციის უზრუნველყოფა კლიენტებისთვის;
** კურიერებთან ან სხვა მიწოდების სამსახურთან თანამშრომლობა.
** ზარების რეგისტრაცია CRM სისტემაში და კომუნიკაციის შედეგების ფიქსაცია;
** აქტიური თანამშრომლობა გუნდის სხვა წევრებთან სამუშაო პროცესის გასაუმჯობესებლად.

ჩვენი მოთხოვნები:

** კომუნიკაბელურობა, სხვადასხვა ტიპის კლიენტთან ადაპტაციის უნარი;
** პასუხისმგებლობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და დისციპლინა;
** სასურველი გამოცდილება გაყიდვებში
** სასურველია CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურება: ფიქსირებული 700 ლარი + ბონუსები (400-დან 600-ლარამდე)
** სამუშაო გრაფიკი: 5/2, ცვალებადი შაბათ-კვირის დღეებით;
** მეგობრული და მხარდამჭერი კოლექტივი, მენტორის დახმარებით;
** პროფესიული განვითარების და სწავლების შესაძლებლობა კომპანიის შიგნით.
** ფიტპასი და ჯანმრთელობის დაზღვევა.

თუ გსურთ მუშაობა გუნდში, სადაც აფასებენ პროფესიონალიზმს, ენერგიასა და შედეგს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@teravita.app. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: შემომავალი ზარების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე