Робота для біженців з України
რეკრუტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: რეკრუტერი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "უნისონი" დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით "უნისონმა" სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.

ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია "უნისონი" ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს.

გელით რეკრუტერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან თანამშრომლობა ვაკანსიის მოთხოვნების განსაზღვრის პროცესში
** სამუშაოს აღწერის და კანდიდატის პროფილის მომზადება (კომპეტენციები, გამოცდილება, პიროვნული თვისებები)
** რეკრუტინგის სტრატეგიის შემუშავება და ვაკანსიების გამოქვეყნება შესაბამის პლატფორმებზე
** კანდიდატების მოძიება სხვადასხვა წყაროს გამოყენებით (Jobs.ge, LinkedIn, სოციალური ქსელები, რეფერალები, Headhunting)
** CV-ების განხილვა და კანდიდატების პირველადი სკრინინგი
** კომპეტენციებზე დაფუძნებული ინტერვიუების ჩატარება და კანდიდატების შეფასება
** ინტერვიუების კოორდინაცია დეპარტამენტის მენეჯერებთან
** კანდიდატებთან კომუნიკაცია და პროცესის მართვა
** Job Offer-ის კოორდინაცია და სახელფასო მოლაპარაკებაში მონაწილეობა
** ახალი თანამშრომლების Onboarding პროცესის ორგანიზება
** Employer Branding აქტივობებში მონაწილეობა
** რეკრუტინგის ანალიტიკისა და ანგარიშების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, მენეჯმენტში ან მომიჯნავე სფეროში
** მინიმუმ 1-2 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგში ან HR სფეროში
** სასურველია გამოცდილება ფინანსურ, სადაზღვევო ან მომსახურების სექტორში
** გამოცდილება სრული რეკრუტინგის ციკლის მართვაში
** კანდიდატთა მოძიებისა და Headhunting-ის გამოცდილება

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** მოლაპარაკების და დარწმუნების ძლიერი უნარები
** ორგანიზებულობა და რამდენიმე ვაკანსიაზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** კონფიდენციალურობის დაცვა და პროფესიული ეთიკა
** შედეგებზე ორიენტირებულობა და ინიციატივა
** გუნდური მუშაობა და ადაპტირებადობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - რეკრუტერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.

"უნისონი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი", ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე