|
დასახელება:
გაყიდვების მენტორი
|
| მომწოდებელი:
NEXT Property
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 მარტი
|
კომპანია "NEXT Property"-ი აცხადებს ვაკანსიას B2B მიმართულებით გაყიდვების მენტორის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ:
კომპანია "NEXT Property" საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კენიაში უნიკალურ და ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს.
კომპანიის პორტფოლიო მოიცავს ხუთვარსკვლავიან ბრენდულ რეზიდენციებს, აპარტ-სასტუმროებს, ვილებსა და ბიზნეს-აპარტამენტებს. პროექტები ხორციელდება ისეთ ბრენდებთან პარტნიორობით, როგორებიცაა Radisson Hotel Group და Wyndham Hotels and Resorts.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** პროდუქტის წარდგენა სააგენტოებისთვის და ბროკერებისთვის
** პარტნიორებში პროდუქტის მიმართ ემოციური ჩართულობის ჩამოყალიბება
** ჩვენი პროექტის პრიორიტეტულობის გაზრდა სააგენტოების მატრიცაში
** ბროკერ-ტურების, პრეზენტაციებისა და სტრატეგიული შეხვედრების ჩატარება
** პროდუქტის ღირებულების აგენტებისთვის გასაგებ ენაზე წარდგენა
** სააგენტოების მხრიდან წამოსული საკითხების დამუშავება
** USP-ის (უნიკალური გაყიდვის წინადადება) ისე განმარტება, რომ აგენტებმა მარტივად შეძლონ მისი გამოყენება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპმენტის, სააგენტო ქსელების მიმართულებით ან/და რთული, მაღალი ღირებულების პროდუქტების პარტნიორების მეშვეობით გაყიდვის გამოცდილება
** სააგენტოებისა და ბროკერებისთვის პრეზენტაციების ჩატარების გამოცდილება
** პარტნიორული ქსელების ჩართვისა და გააქტიურების გამოცდილება
** ტრადიციული კორპორატიული გაყიდვების ტრენერები ან თეორეტიკოსი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მოტივაციური სპიკერი
** ლიდერული და შთამაგონებელი ენერგია
** აუდიტორიის მყისიერი დაინტერესებისა და მართვის უნარი
** პრეზენტაციის თავდაჯერებული, დინამიკური და ენერგიული სტილი
რას გთავაზობთ:
** საკვანძო პოზიციას ახალ, ამბიციურ გუნდში.
** პროფესიულად მზარდ და დინამიურ გარემოს;
** მკაფიო სტრატეგიას, მინიმალური ბიუროკრატიას და აქცენტს აქტიურ მუშაობაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ლოკაცია: ბათუმი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი СV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: t.tsulukidze@nextgroup.ge მიმდინარე წლის 30 მარტამდე.
გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას, არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.
CV-ის გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ თანხმობას, რომ კომპანია "NEXT Property"-მა დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|