|
დასახელება:
ბუღალტერი
|
| მომწოდებელი:
ნეოტექი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
კომპანია "ნეოტექი", უსაფრთხოების სისტემების წამყვანი დისტრიბუტორი კომპანიაა, რომელიც ფუნქციონირებს 2005 წლიდან და მნიშვნელოვანი ადგილი უკავია უსაფრთხოების სისტემების სფეროში. ჩვენ ვქმნით განვითარებასა და ხარისხზე ორიენტირებულ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობას ანიჭებს პრიორიტეტს.
ჩვენი მისიაა წამყვანი თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით შევქმნათ უსაფრთხო და კომფორტული გარემო!
კომპანია "ნეოტექი" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.
შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ნ.ბოხუას N4
სამუშაო გრაფიკი: სრული- ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00; შაბათი-10:00-15:00 (მორიგეობით)
ძირითადი მოვალეობები:
** სალაროს ოპერაციების გატარება ბუღალტერიაში;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურების სრული დაცვა;
** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის დაბრუნების შემთხვევაში) და დღის დახურვა;
** ფულადი ნაშთების კონტროლი;
** საბანკო გადარიცხვების შაბლონების მომზადება და მთავარი ბუღალტრის დადასტურების შემდეგ გატარება ბუღალტერიაში;
** დასაქმებულის კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბუღალტრო პროგრამების ცოდნა;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო საქმიანობის შესაბამისი სერტიფიკატი (სასურველია);
** მსგავს პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება (სასურველია);
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობისა და პოზიტიური გარემოს შექმნის უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@neotech.ge და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიცია "ბუღალტერი".
კომპანია "ნეოტექი" გისურვებთ წარმატებას!
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|