Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=707005&print=yes&view=jobs
 
ანაზღაურების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურების მენეჯერი
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას ანაზღაურების მენეჯერის პოზიციაზე.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-15:00; 15:00-21:00;

ფუნქცია-მოვალეობები:

** ონლაინ არხებით მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის (ფორმა 100, ექიმის დანიშნულების ფურცელი) განხილვა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებასთან შესაბამისობაში დადებითი და უარყოფითი გადაწყვეტილებების მიღება და მათი პროგრამულად დაფიქსირება;
** დაზღვეულთან კომუნიკაცია: ინფორმაციის მისაღებად, კლინიკასთან კომუნიკაცია, ექიმთან კომუნიკაცია ინფორმაციის დასაზუსტებლად;
** მიმართვების კლინიკისთვის მიწოდება;
** დაზღვეულის ინფორმირება დადებით შემთხვევაში სმს-ით, უარის შემთხვევაში სატელეფონო ზარით;
** დაზღვეულის მოთხოვნის შემთხვევაში, მასთან კომუნიკაცია და ხელახლა განმარტება მიღებული გადაწყვეტილების და ხელშეკრულების დეტალების.

კვირის მანძილზე შემოსული რთული შემთხვევების იდენტიფიცირება და მათი ხელმძღვანელთან ერთად განხილვა.

განათლება:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება
** ინგლისური ენის ცოდნა (B1- B2) (საუბარი, წერა)

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "ანაზღაურების მენეჯერი"

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია