Робота для біженців з України
პროდუქტის მფლობელი/Middle
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პროდუქტის მფლობელი/Middle
მომწოდებელი: არდი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
სს არდი დაზღვევა აცხადებს ვაკანსიას პროცესების და პროექტების მართვის სამსახურში, Middle Product Owner-ის პოზიციაზე.

"არდი" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან და სწრაფად განვითარებად სადაზღვევო კომპანიას, ქართულ ბაზარზე, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს.

ჩვენი მიზანია ბიზნესის გრძელვადიანობის, მომხმარებლისთვის სტაბილურობისა და დაცულობის შექმნა. ჩვენ ვქმნით წარმატებული ზრდის პლატფორმას, მკაფიოდ ფოკუსირებული სტრატეგიით ხარისხზე, მომსახურების სიმარტივესა და ხელმისაწვდომობაზე. კარგად გვესმის რა გამოწვევები აქვს თანამედროვე სამყაროში თითოეულ ადამიანს და ბიზნეს, ამიტომ ვცდილობთ, რომ ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებით მოვახდინოთ მათ საჭიროებებზე ზუსტი მორგება და დავზოგოთ ყველაზე მთავარი, მათი რესურსები: დრო და ფინანსები.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N28
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის ძირითად ბიზნეს განვითარების ციფრულ პროექტებზე მუშაობა;
** ბიზნესის, ტექ და ვენდორის გუნდების სტეიქჰოლდერების
** კოორდინირება და ჰარმონიზაცია PO-ს როლში
** ციფრული პლატფორმების UX პროცესების ოპტიმიზაცია და გამარტივება
** ახალი ფუნქციონალების იდეის შემუშავება და პროექტის ინიცირება. საუკეთესო პრაქტიკების მოძიება (საქართველოში, საზღვარგარეთ)
** Agile და Kanban-ის მეთოდოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა
** კომპანიისთვის სხვა Ad Hoc საჭიროების ბიზნეს განვითარების პროექტებში ჩართვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების, ფინანსების ან პროექტ მენეჯმენტის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Excel, MS Word, MS Power Point, MS Project;
** ინგლისური ენის ცოდნა (B1 - B2).
** სასურველია AGILE მეთოდოლოგიის გამოცდილება და PO სერტიფიკატის ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებსა და შედეგებზე ორიენტირებული;
** სისტემური მიდგომა;
** სამუშაო დროის ეფექტურად მართის უნარი;
** დარწმუნების და მოლაპარაკებების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ რეზიუმე (CV) გაგვიზიარეთ ელ. ფოსტაზე: Career@ardi.ge-ზე, გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "Middle Product Owner".

სს "არდი დაზღვევის" მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ "სს. არდი დაზღვევა" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები;
ანიჭებთ "სს არდი დაზღვევას" უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით.

დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე "სს. არდი დაზღვევა" სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს [CV] და კორპორაციაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე