|
დასახელება:
სამედიცინო დოკუმენტაციის ანგარიშგების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
კლინიკა რუსთავი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
შპს "კლინიკა რუსთავი" აცხადებს ვაკანსიას ფინანსურ სამსახურში, სამედიცინო დოკუმენტაციის ანგარიშგების სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: რუსთავი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი
ფუნქცია-მოვალეობები:
** შესაბამისი საკანონმდებლო რისკების იდენტიფიცირება, შესრულებების კონტროლი და ანგარიშგების მომზადება;
** დასრულებული სამედიცინო და გადაუდებელი ამბულატორიული ისტორიების მოძიება/შეგროვება, დამფინანსებელთან წარსადგენი დოკუმენტაციის დამუშავება და მომზადება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
** სახელმწიფო სადაზღვევოს სააგენტოს პორტალზე მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება სამედიცინო დაწესებულებაში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდის მართვის უნარი;
** პარტნიორობა (გუნდურობა, ურთიერთდახმარება, ურთიერთთანამშრომლობა).
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე, CV მითითებულ მეილზე: hr@clinicrustavi.ge
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 31 მარტი.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|