|
დასახელება:
ანაზღაურებადი სტაჟირება - სოციალური მედია მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიოქიმფარმი
|
|
გამოქვეყნდა: 11 მარტი
/ ბოლო ვადა: 11 აპრილი
|
GMP-ისა და ISO 9001-ის სერტიფიცირებული "ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: https://biochimpharm.ge/.
"ბიოქიმფარმი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.
ეს შესაძლებლობა შენთვისაა:
** თუ გაინტერესებს სოციალური ქსელების მართვა;
** თუ გიყვარს და გამოგდის გამართულად წერა/კონტენტის შექმნა;
** თუ ახლა იწყებ და სამუშაო გამოცდილების მიღება გსურს;
** თუ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ხარ, ან მაგისტრატურაზე სწავლობ - მოქნილი სამუშაო გრაფიკით დაგეხმარებით.
პირობები:
** სამუშაო ადგილი: საბურთალო, ლევან გოთუას ქუჩა
** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 09:30 - 18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
** სოციალური მედიის კონტენტის დაგეგმვა;
** კონტენტ-კალენდრის მიხედვით პოსტების განთავსება და შესრულების მონიტორინგი;
** ტექსტების გამართული წერა ქართულ და (სასურველია) ინგლისურ ენაზე;
** სოციალური მედიის ანალიზი, ბრენდის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება და მოგვარებაზე მუშაობა;
** Meta-ს სარეკლამო კამპანიების შექმნა, მონიტორინგი, ანალიზი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** აუცილებელია უმაღლესი განათლება, ანდა დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია გავლილი ჰქონდეს სოციალური მედია მენეჯერის სასერტიფიკატო კურსი;
** აუცილებელია ქართულად გამართულად წერის უნარი;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სიახლეების მიმღებლობა;
** კრეატიულობა;
** გუნდური მუშაობა.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე: hr@geophage.ge და საგანში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|