Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706909&print=yes&view=jobs
 
ბარისტა, მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარისტა, მზარეული
მომწოდებელი: მსუნაგი ფისო
გამოქვეყნდა: 11 მარტი / ბოლო ვადა: 11 აპრილი
"მსუნაგი ფისოს" ახალი კორეული ფილიალისთვის ფალიაშვილზე ვეძებთ 3 ბარისტას და 3 მზარეულს, რომლებიც შემოუერთდებიან ჩვენს გუნდს და მონაწილეობას მიიღებენ ბრენდის განვითარებაში.

ძირითადი მოვალეობები:

ბარისტა:

** ცხელი და ცივი სასმელების მომზადება
** მომხმარებელთან კომუნიკაცია და მომსახურება
** შეკვეთებისა და ანგარიშსწორების პროცესში მონაწილეობა

მზარეული:

** მენიუს მიხედვით კერძების მომზადება
** სამზარეულოში ჰიგიენისა და ხარისხის სტანდარტების დაცვა
** გუნდის სხვა წევრებთან კოორდინაცია

მოთხოვნები:

** სასურველია გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე 6 თვე ან მეტი (არასავალდებულოა)
** ინგლისური ენის სალაპარაკო დონეზე ცოდნა
** პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი და განვითარებაზე ორიენტაცია

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი და ანაზღაურება - მოლაპარაკებით
** შესაძლებლობა იმუშაოთ მზარდ ბრენდში
** კარიერული განვითარების პერსპექტივა კულინარიის და კვების ობიექტის მართვის მიმართულებით

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტაზე: msunagipiso@gmail.com

გთხოვთ წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ბარისტა" ან "მზარეული".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია