Робота для біженців з України
AI კონტენტ კრეატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: AI კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: Avia.ge
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
AI კონტენტ კრეატორი

"Avia.ge" წამყვანი ავიაბილეთების სააგენტოა, რომელიც მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს საუკეთესო ფასებსა და კომფორტულ მოგზაურობას. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც პროფესიონალიზმი და მეგობრული ატმოსფერო ერთიანდება.

თუ გსურთ, გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი და გამოიყენოთ უახლესი ტექნოლოგიები მოგზაურობის სამყაროს გასაცოცხლებლად, ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

ძირითადი მოვალეობები

** Prompt Engineering:

AI-სთან ეფექტური კომუნიკაცია - ზუსტი და სტრუქტურირებული დავალებების ფორმირება ტექსტური, ვიზუალური და ვიდეო კონტენტის გენერირებისთვის;

** კონტენტ სტრატეგია:

AI ინსტრუმენტების გამოყენებით ბაზრის კვლევა, ტრენდების მონიტორინგი, კონკურენტების ანალიზი და მონაცემებზე დაფუძნებული კრეატიული კონტენტ სტრატეგიის შექმნა;

** ვიზუალური იდენტობა:

უნიკალური ფოტოების, ილუსტრაციების, ბანერების, მოკლე ვიდეოების, ანიმაციების და სოციალური მედიის ვიზუალების გენერირება ნებისმიერი იდეის მიხედვით;

** კონტენტის ოპტიმიზაცია:

AI-ის გამოყენება ტექსტების, რეკლამების, პოსტების და კამპანიების ოპტიმიზაციისთვის (A/B ტესტირება, სხვადასხვა ვერსიის გენერირება);

** სოციალური მედიის კონტენტი:

AI-ის დახმარებით კრეატიული პოსტების, ვიდეო სცენარების, რეკლამების და ვიზუალების შექმნა Facebook, Instagram, TikTok და სხვა პლატფორმებისთვის;

** ინოვაციურობა:

მუდმივი კვლევა და ახალი AI ინსტრუმენტების ტესტირება, რათა გაუმჯობესდეს ბრენდის კომუნიკაცია, მარკეტინგი და კონტენტის ხარისხი;

სასურველი უნარები და ინსტრუმენტები:

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ფლობდეთ ჩამოთვლილი ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოებიდან მინიმუმ რამდენიმეს:

** ტექსტი და მულტიფუნქციურობა: Gemini;
** ვიზუალი და დიზაინი: Freepik AI;
** ვიდეო გენერაცია: Kling AI, HeyGen, Sora, Veo;
** სხვა: Weavy და მსგავსი ინსტრუმენტები.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** გრძელვადიან თანამშრომლობაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ და კოლეგიალურ გუნდს;
** პროფესიული განვითარების მუდმივ შესაძლებლობას;
** თანამედროვე AI ტექნოლოგიებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ და კრეატიულ პროექტებში მონაწილეობას;
** შესაძლებლობას, თავადაც შექმნათ და დანერგოთ ახალი AI გადაწყვეტილებები.

ანაზღაურება:

** ნახევარ განაკვეთზე - 1000 ლარი
** სრულ განაკვეთზე - 2000 ლარი

სასურველია კანდიდატს ჰქონდეს მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება.

თუ თვლით, რომ თქვენი კრეატივი და AI ტექნოლოგიების ფლობა იდეალურად ერწყმის ჩვენს მიზნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო (AI-ით შექმნილი ნამუშევრები) video@aviage.ge-ზე. Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - AI კონტენტ კრეატორი.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე