Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი - ჰორეკას მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი - ჰორეკას მიმართულებით
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) ჰორეკას მიმართულებით.

ადგილმდებარეობა: თბილისი

მოთხოვნები:

** ახალი ობიექტების მოძიება და მოლაპარაკების წარმოება;
** ჰორეკა ობიექტების ბაზების დამუშავება და სავაჭრო ქსელის გაფართოება;
** ჰორეკა მიმართულების ახალი კონტრაქტორების მოძიება და თანამშრომლობა;
** პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით ჰორეკას სექტორში მუშაობის გამოცდილება;
** გამართული საქმიანი მოლაპარაკების და მიმოწერის წარმოების უნარი;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გაყიდვებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელური;
** ორგანიზებული.
პირობები:

** სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** მაღალანაზღაურებადი ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: levanpavl@gmail.com და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე