Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" საერთაშორისო კომპანია "აი სი არ"-ის ნაწილია და ქართულ ბაზარზე 2010 წლიდან ოპერირებს. კომპანიის პორტფოლიოში შედის პოპულარული ბრენდები: ქართული რესტორანი "ტაბლა", იტალიური რესტორანი "პომოდორისიმო" და მისი ქვე-ბრენდი "პანუოცო", ღონისძიებების კვების მომსახურების კომპანია "ICR ქეითერინგი". კომპანია მუდმივად ვითარდება და ეხმიანება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ტრენდებს, რაც მას საშუალებას აძლევს, დაიკავოს წამყვანი პოზიცია ქართული კვების ინდუსტრიაში.

"აი სი არ ფუდ ენდ ბევერეჯ" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ც. დადიანის 7
სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
** ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება სარესტორნო სფეროში (სასურველია);
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა MS Office (განსაკუთრებით Excel-ის);
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის სააღრიცხვო პოლიტიკის მიხედვით ოპერაციების აღრიცხვა და კლასიფიკაცია;
** შესყიდვების/რეალიზაციების პირველადი დოკუმენტაციის კონტროლი და მისი პროგრამული ასახვა;
** დებიტორების და კრედიტორების აღრიცხვა და კონტროლი ანგარიშებზე, ანგარიშ-ფაქტურების გამოწერა;
** სასაქონლო მატერიალური მარაგების ინვენტარიზაცის ჩატარება;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება;
** რეპორტების მომზადება.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** კრიტიკული, ანალიტიკური და სხარტი აზროვნება;
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: vacancyF.B@icr.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბუღალტერი".

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თქვენს მიერ შპს "აი სი არ ფუუდ ენდ ბევერეჯ"-ისთვის მიწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი. ასევე აცხადებთ თანხმობას თქვენი პერსონალური მონაცემების შენახვა/დამუშავებაზე, რეზიუმეს გამოგზავნიდან 3 წლის ვადით, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე