|
დასახელება:
გრაფიკული დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
შინდი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
გრაფიკული დიზაინერი Freelance ან Fulltime
ჩვენ ვართ მარკეტინგული კომპანია "Shindi", მეგობრული სულისკვეთებით სავსე ახალგაზრდა გუნდი: https://www.shindi.ge
განვიხილავთ თანამშრომლობას, freelance ბრენდინგის მიმართულებით, ან fulltime სრული გრაფიკული დიზაინის მიმართულებით ბათუმის ოფისში.
ძირითადი მოვალეობები:
** სარეკლამო და მარკეტინგული მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, პოსტერები, სოციალური მედიის პოსტები და სხვა);
** ლოგოსა და ბრენდბუქის შექმნა და განვითარება;
** ბრენდბუქისა და ვიზუალური იდენტობის სტანდარტების დაცვა;
** სხვადასხვა პროექტზე მუშაობა გუნდის წევრებთან კოორდინაციით;
მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება გრაფიკულ დიზაინში (უპირატესობა მიენიჭება საცალო ვაჭრობის სფეროში გამოცდილებას);
** კრეატიულობა და ძლიერი ვიზუალური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პორტფოლიო (აუცილებელია).
ანაზღაურება დამოკიდებულია თანამშრომლობის ფორმატზე freelance თუ fulltime.
გამოგვიგზავნეთ პორტფოლიო მეილზე: contact@shindi.ge
|
|
|
|