|
დასახელება:
მშენებელი ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
Construction Service
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
სამშენებლო კომპანია შპს "CONSTRUCTION SERVICE" აცხადებს ვაკანსიას მშენებელი ინჟინრის პოზიციაზე. ჩვენ ვეძებთ ინჟინერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს თანამედროვე სტანდარტების მქონე და საინტერესო პროექტების განხორციელების პროცესში.
ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა ხიდების მშენებლობა და ლითონის კონსტრუქციების წარმოება. ვფლობთ საკუთარ საწარმოო ბაზებსა და მძლავრ ტექნიკურ რესურსს, რაც საშუალებას გვაძლევს, განვახორციელოთ მაღალი სტანდარტების მქონე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავი
რას გთავაზობთ:
** კვალიფიკაციის შესაბამის მაღალ ანაზღაურებას;
** ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ სოციალურ პაკეტს;
** საერთაშორისო და ადგილობრივ მასშტაბურ პროექტებში მონაწილეობას;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ინჟინერიის მიმართულებით (ბაკალავრი/მაგისტრი);
** მინიმუმ 4-5 წლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის სფეროში;
** საინჟინრო პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: AutoCAD და Archicad;
** სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების საფუძვლიანი ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო და პროფესიულ დონეზე).
პრიორიტეტად ჩაითვლება:
** ხიდების მშენებლობის სპეციალიზაციით მუშაობის გამოცდილება;
** მშენებლობის მენეჯმენტის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** დაგეგმვისა და სამუშაოს ორგანიზების ძლიერი უნარი;
** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა
** ტექნოლოგიური სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკებების წარმართის უნარი;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: jobs@cs.ge
მნიშვნელოვანია: სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება-"მშენებელი ინჟინერი "
დამატებითი კითხვებისთვის დაგვიკავშირდით: 577 078 883
ინფორმაცია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების შესახებ:
თქვენ მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "Construction Service"-მა "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენისა და რეკრუტინგის პროცესის წარმართვის მიზნით.
თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება მხოლოდ აღნიშნული მიზნის ფარგლებში შპს "Construction Service"-ის უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ. წარმოდგენილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას მაქსიმუმ 1 წლის განმავლობაში და, საჭიროების შემთხვევაში, განხილულ იქნას სხვა შესაბამის ვაკანტურ პოზიციებზეც.
თქვენ, როგორც მონაცემთა სუბიექტს, გაქვთ უფლება მოითხოვოთ თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია, მათი გასწორება, განახლება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა. აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე: jobs@cs.ge.
თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება შპს "Construction Service"-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|