Робота для біженців з України
სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი - აჭარა-გურია
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო წარმომადგენელი/პრისეილერი
მომწოდებელი: ბესთ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია "ბესთ გრუპი", აცხადებს ვაკანსიას ბათუმში სავაჭრო წარმომადგენლის (პრისეილერის) თანამდებობაზე აჭარა-გურიაში.

განიხილება, როგორც მდედრობითი ასევე მამრობითი სქესი.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფასს 1200 ლარს
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას
** სამოტივაციო ბონუსს + 1500-დან 2500-მდე

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 თვე გამოცდილება
** უბნების კარგად ცოდნა,
** მართვის მოწმობა
** საკუთარი მსუბუქი ეკონომიური ავტომობილი

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), ფოტოსურათით. სათაურში მიუთითეთ "სავაჭრო აგენტი პრისელერი აჭარა-გურია" შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: bestgroupgeorgia@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე