Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელი/მშენებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელი/მშენებელი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია Termin
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
სამშენებლო კომპანია "Termin" ეძებს სამშენებლო სამუშაოს მწარმოებელს, იგივე მშენებელს (პრარაბს).

სამუშაოს აღწერილობა და მოთხოვნები:

** მშენებლობის დაწყებამდე ნახაზების ანალიზი და სამშენებლო გეგმა-გრაფიკის მომზადება
** პროექტის მსვლელობასთან დაკავშირებით ყოველკვირეულ შეხვედრებში მონაწილეობა და სამუშაო გეგმის მომზადება
** კომუნიკაცია არქიტექტორთან და კონსტურქტორთან
** კომუნიკაცია ბრიგადასთან და მისი ეფექტური მართვა
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური რეპორტინგი კომპანიის წარმომადგენელთან
** საჭირო მასალების აღრიცხვა და მოთხოვნის გაგზავნა შესყიდვაზე
** ობიექტზე მასალების მიღება და განაწილება
** ობიექტზე მასალების ხარჯვის კონტროლი
** ყოველი ეტაპის დასრულების შემდეგ ინვენტარიზაციის ჩატარება, მასალების აღრიცხვა და უვარგისი მასალის ჩამოწერა
** პროექტის წინასწარ განსაზღვრული ვადების დაცვა
** ობიექტზე უსაფრთხოების წესების დაცვა და დაცვის კონტროლი
** ობიექტზე სისუფთავის დაცვა და დაცვის კონტროლი
** საჭიროების შემთხვევაში, მშენებლობაზე მისულ დამკვეთებთან კომუნიკაცია ტექნიკურ დეტალებზე და შესრულების ვადებზე
** კომპანიაში დანერგილი საინფორმაციო სისტემების გამოყენება
** სხვა დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები, რომლის საჭიროება შეიძლება წარმოიქმნას პროექტის ეფექტურად მართვისთვის

დაინტერესებულ პირებს გთოვთ, დაგვიკავშირდით: 591 190601.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე