Робота для біженців з України
ხარისხის კონტროლის მენეჯერი - საგურამო
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხარისხის კონტროლის მენეჯერი
მომწოდებელი: კამპა
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
საწარმო "კამპა" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის მენეჯერის თანამდებობაზე.

ლოკაცია: საგურამო (დასაწყისი)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00 (ორშაბათი - პარასკევი)
ტრანსპორტირება: სარაჯიშვილის მეტროდან და დიდი დიღმის ტრასიდან

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბაქტერიოლოგიური, ფიზიკურ-ქიმიური და სენსორული კვლევების მონიტორინგი
** ახალი ტექნოლოგიებისა, გემოების და ნედლეულის კვლევაში მონაწილეობის მიღება
** ნედლეულის, შუალედური და მზა პროდუქციის ლაბორატორიული ანალიზის კონტროლი
** ნედლეულის და მზა პროდუქციის ეროვნული სტანდარტებითა და ტექნიკური ინსტრუქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მიკრობიოლოგიური კვლევის მოქმედი მეთოდების, საჭირო ხელსაწყოების, საზომი აპარატურის გამოყენებისა და მათი ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** საჭიროების შესაბამისად, საანალიზო ნიმუშების აღებაში ჩართულობა, როგორც წარმოებული პროდუქციიდან, ასევე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარე საკონტროლო წერტილებიდან;
** მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად შედგენილი ინსტრუქციებისა და პროცედურების საფუძველზე ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის, საწარმოო ხაზებისა და ჩამომსხმელი მანქანების ზედაპირების ჩამონარეცხებისა და ჰაერის მიკრობიოლოგიური მოთესვიანობის ტესტირებათა შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტური წარმოება;
** ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარების და საზომი აპარატურის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა;
** ჰიგიენის, დასუფთავებისა და დეზინფექციის ტესტირება;
** სპეციფიკაციების, პოლისების და სხვა ლაბორატორიული დოკუმენტების გაწერა და შესაბამისობაში მოყვანა;
** პროცესების დოკუმენტირება და რეპორტინგი;
** სურსათის უვნებლობის აუდიტის ხელმძღვანელობა და მონიტორინგი;
** დარღვევებზე რეაგირება და მათი მიზეზების ანალიზი;
** ახალი პროდუქტის ეტიკეტის შინაარსის გადამოწმების მიზნით შესაბამის დეპარტამენტებთან (მარკეტინგი, წარმოება, ექსპორტი და სხვა) კოორდინაცია;
** დაქვემდებარებულ თანამშრომლების მონიტორინგი და ხარისხის კონტროლის დეპარტამენტის გამართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული თვისებები:

** მინ. 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** შესაბამისი განათლება (ბიოტექნოლოგიის, სასურსათო ტექნოლოგიების და ბიოლოგიის მიმართულებით);
** სასურველია მიკრობიოლოგიის მიმართულებით გამოცდილება;
** სასურველია ISO და HACCP სტანდარტების ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** MS Office ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი და ორგანიზებულობა

რას გთავაზობთ:

** ტრანსპორტირება სარაჯიშვილის მეტროდან
** კვება
** წელიწადში 3 დამატებითი, ანაზღაურებადი Day Off;
** სტაბილური და მეგობრული სამუშაო გარემო
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: k.tvalavadze@campa.ge

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "კამპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენი რეზიუმე ასევე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზე და შესაძლოა შეინახოს ერთწლიანი ვადით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე