Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: მულტი კოლორი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 30 მარტი
სარემონტო მასალების იმპორტიორი სადისტრიბუციო კომპანია "მულტი კოლორი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წინასწარ განსაზღვრულ მისამართებზე პროდუქციის გადაზიდვა;
** ზედნადების მიხედვით შეკვეთების მითვლა/მიწოდება და მანქანის დაცლაში მონაწილეობის მიღება;
** ობიექტების მომარაგება გაწერილი გეგმისა და მარშრუტის მიხედვით;
** ავტომანქანის სისუფთავისა და ტექნიკური მდგომარეობის კონტროლი;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა B და C კატეგორია;
** ავტომობილის მართვის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დამატებითი დეტალები:

** ანაზღაურება: 2000 ლარი
** კვება + ჯანმრთელობის დაზღვევა + მე-13 ხელფასი
** გრაფიკი: სრული
** დასვენება: კვირაში 1 დღე (ზოგჯერ 2 დღეც)
** გამოსაცდელი პერიოდი: 3 თვე
** გამოსაცდელი პერიოდის წარმატების გავლის შემდეგ, ანაზღაურების გაზრდის პერსპექტივით.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე import@multicolor.ge; sales@multicolor.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: მძღოლი.

კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე