Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ეროვნული სკრინინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: 786 ლარი (I დონე)- 871 ლარი (IV დონე) (საშემოსავლოს ჩათვლით)

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს მამომობილის გადაადგილება;
** ავტომანქანის ტექნიკურად გამართულობის კურირება.
** მამომობილის გადაყვანის პროცესში უსაფრთხოების წესების დაცვა;
** ავტომანქანის მოძრაობის წესების მიხედვით უსაფრთხოდ მართვა და გადაადგილების ნებისმიერი წინასწარ დადგენილი მიმართულების დროულად განხორციელება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება;
** მართვის მოწმობა B და C კატეგორიის.
** შესაბამისი სამუშაოს გამოცდილება არანაკლებ 3 წლიანი;

პიროვნული კომპეტენციები და უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა;
** თავაზიანობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: hr@gnsc.ge ამასთან გთხოვთ, საგნის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ა (ა)იპ "ეროვნული სკრინინგ-ცენტრი" კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ეროვნული სკრინინგ-ცენტრის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით). შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა. დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას ეროვნული სკრინინგ-ცენტრი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ეროვნული სკრინინგ-ცენტრის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ ეროვნულ სკრინინგ-ცენტრს ელ. ფოსტაზე: info@gnsc.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე