|
დასახელება:
ექსპორტის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
სამკაულების ბრენდი ეშვი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ESHVI-ის შესახებ:
კომპანია "ეშვი" 2012 წელს ლონდონში დაარსებული საიუველირო ბრენდია, რომელიც თამამ ესთეტიკასა და დახვეწილობას აერთიანებს.
სახელი "ეშვი", განასახიერებს ჩვენს თამამ და გამორჩეულ დიზაინს, რომელიც წაახალისებს თვითგამოხატვას ცოცხალი ფერებით, თამამი ფორმებითა და უნიკალური ოსტატობით. ჩვენ გვჯერა, რომ სამკაული აქსესუარზე მეტია, ის პიროვნების, კრეატიულობისა და თავდაჯერებულობის ანარეკლია.
ეშვი-ში ჩვენი მამოძრავებელი ძალაა ინოვაცია, ამბის თხრობა და საიუველირო ინდუსტრიის საზღვრების გაფართოება. ზრდის პროცესში, ვეძებთ ენერგიითა და ენთუზიაზმით სავსე ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გუნდს შემოუერთდებიან და ბრენდის ხედვას რეალობად აქცევენ.
ინდუსტრია: ლუქს კლასის საცალო ვაჭრობა და სამკაული
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
პოზიციის მოკლე აღწერა:
ჩვენ ვეძებთ Export Manager-ს, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ბრენდის საერთაშორისო ზრდას და დაამყარებს ძლიერ ურთიერთობებს გლობალურ პარტნიორებთან.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
** კომერციული შეთავაზებების, ფასების ცხრილებისა და პრეზენტაციების მომზადება
** პოტენციური საერთაშორისო შემსყიდველებისა და დისტრიბუტორების მოძიება და მათთან კომუნიკაცია
** ახალი საერთაშორისო ბაზრების გახსნა და განვითარება
** ექსპორტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და პროცესების მართვა
** გაყიდვების შედეგების მონიტორინგი და ანგარიშგება.
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის თავისუფლად ცოდნა, როგორც წერილობით ისე ზეპირად
** ბიზნესის, საერთაშორისო ვაჭრობის ან დაკავშირებული მიმართულების დიპლომი სასურველია
** Excel-ისა და PowerPoint-ის კარგი ცოდნა
** გამოცდილება ექსპორტის, ჰოლსეილის ან საერთაშორისო გაყიდვების სფეროში იქნება უპირატესობა
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები
რას ველით კანდიდატისგან:
** პროაქტიული მიდგომა ახალი შესაძლებლობების მოძიების მიმართ
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** სტრუქტურირებული და პასუხისმგებლობიანი მიდგომა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: info@eshvi.co.uk
გმადლობთ, რომ დრო დაუთმეთ განაცხადის გაკეთებას და ESHVI-ს მიმართ ინტერესს.
თუ სამი კვირის განმავლობაში პასუხს არ მიიღებთ, გთხოვთ ჩათვალოთ, რომ ამ ეტაპზე თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
|
|
|
|