Робота для біженців з України
ელექტრო ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ელექტრო ინჟინერი
მომწოდებელი: ლუქსონ ფაუერი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 25 მარტი
"ლუქსონ ფაუერი" (www.luxonpower.ge) არის ენერგეტიკული, საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.

ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:

** მზის და ქარის ელექტროსადგურების დაპროექტება და მონტაჟი;
** უწყვეტი კვების წყაროების, საწვავზე მომუშავე გენერატორების და ენერგიის შემნახველი სისტემების დანერგვა.
** გამანაწილებელი ფარების აწყობა და 0, 4კვ სისტემების ინსტალაცია.
** ავტომატური გადართვის, ენერგომართვის და მონიტორინგის სისტემების გამართვა.
** დამიწების, მეხამრიდის სისტემების და სხვა დამცავი მოწყობილობების მონტაჟი.
** სატრანსფორმატორო ქვესადგურების და ტექნიკური ნაგებობების მშენებლობამონტაჟი;
** სახანძრო სიგნალიზაციის, დაცვისა და ვიდეო-მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია
** შიდა ქსელების მოწყობა და დანერგილი სისტემების ტექნიკური მხარდაჭერა.

"ლუქსონ ფაუერი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრო ინჟინრის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ობიექტების ტექნიკური მოკვლევა და ანალიზი: ობიექტზე ვიზიტი, არსებული ინფრასტრუქტურის დიაგნოსტიკა და დამკვეთის საჭიროებებზე მორგებული ოპტიმალური საინჟინრო გადაწყვეტის შემუშავება;
** საპროექტო სამუშაოების წარმოება: ელექტრომომარაგების სისტემების პროექტირება, შესაბამისი ნახაზებისა და სქემების მომზადება.
** მასალების შერჩევა და ხარჯთაღრიცხვა: პროექტისთვის საჭირო მოწყობილობების ტექნიკური სპეციფიკაციების განსაზღვრა, კომპონენტების სრული სიის შედგენა და სავარაუდო ბიუჯეტის დადგენა;
** საინსტალაციო სამუშაოების განხორციელება და მართვა: ინსტალაციის პროცესში ჩართულობა სამუშაო ჯგუფებთან ერთად, ტექნიკური მხარდაჭერა და ხარისხის კონტროლი დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში;
** სისტემების ექსპლუატაციაში გაშვება: დამონტაჟებული სისტემების გამართვა, პროგრამული კონფიგურაცია და საბოლოო ტესტირება გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ელექტროინჟინერიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** საინჟინრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული უნარები:

** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ახალი ტექნოლოგიების ათვისების უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით, 1 500 ლარიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, 25 მარტის ჩათვლით გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@luxonpower.ge სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე