Робота для біженців з України
დისტრიბუტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: ჯორჯიან ვენდინგ გრუპი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს ჯორჯიან ვენდინგ გრუპი გახლავთ ერთ-ერთი წარმომადგენელი საქართველოში ევროპული სავაჭრო აპარატების განთავსებაში. ჩვენს კომპანიას გააჩნია ექსკლუზიური უფლება ესპანური კომპანია Azkoyen-ისგან (რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს სავაჭრო აპარატების (vending machines) ერთ-ერთ უძლიერეს მწარმოებელს მსოფლიოში) საქართველოს ტერიტორიაზე ვენდინგ მანქანების განთავსებაზე, მომსახურეობასა და განვითარებაზე. კომპანიას საკუთრებაში გააჩნია 600 მდე სავაჭრო აპარატი (სნეკის და ყავის), რომელიც განთავსებულია მთელი საქართველოს მაშტაბით.

შპს "ჯორჯიან ვენდინგ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუტორის პოზიციაზე.

კომპანიის მოთხოვნები და პირობები:

** სამუშაო ადგილი - თბილისი
** ანაზღაურება: ხელფასი - ბონუსი 1600 ლარიდან
** ტრანსპორტირება დილას სამუშაო ადგილამდე
** ავტომობილის მართვის მოწმობა, B კატეგორია.

შესასრულებელი სამუშაო:

** პროდუქციის ავტომობილში დატვირთვა, გადმოტვირთვა
** სავაჭრო აპარატების პროდუქციის შევსება
** დღის განმავლობაში აპარატებში ჩალაგებული პროდუქციის ტაბის მეშვეობთ რს-ზე ატვირთვა
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: office@geovending.ge.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე