Робота для біженців з України
ტექნიკოსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტექნიკოსი
მომწოდებელი: www.dazga.ge
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
www.dazga.ge აცხადებს ვაკანსიას:

ტექნიკოსი:

ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია და მოვალეობები შეიძლება შეიცავდეს შემდეგს:

** დანადგარის გამართვა და გამართულობის შესწავლა - ტექნიკოსი პასუხისმგებელია, დაამონტაჟოს გამართოს დანადგარი, გაეცნოს დანადგარის მუშაობის წესებს და დარწმუნდეს მის სწორად ფუნქციონირებაში
** მომსახურება და გამართულობის გამოკვლევა - რეგულარული შემოწმება, ტექნიკური სამუშაოების შესრულება, რათა თავი აიცილოს შესაძლო დაზიანებები და გაუმართაობები
** მოგზაურობა - პერიოდული მივლინებები საქართველოს გარეთ საერთაშორისო დამკვეთებთან მონტაჟზე და ტრენინგზე
** ტრენინგი - პერიოდულად მიიღოს განათლება სიახლეებზე მის პასუხისმგებლობაში არსებული ბრენდების დანადგარებზე
** ცოდნის გადაცემა - შეასწავლოს მი დაქვემდებარებაში მყოფ ასისტენტს დანადგარების ტექნიკური დეტალები და გადასცეს ცოდნა შეძლებისდაგვარად სრულყოფილად.
** დეტალები შეკეთება და/ან შეცვლა - დაზიანებული ან შეუსაბამო ნაწილების შეცვლა, განახლება ან გადაადგილება.
** მასალების გამოყენება და ინვენტარის კონტროლი - საჭირო სარემონტო მასალების და ნაწილების მარაგის მონიტორინგი და კონტროლი.
** მომხმარებელთან კავშირი - მომხმარებლების და შესაბამისი პერსონალის მოთხოვნების მაქსიმალურად სწრაფი და ეფექტიანი დაკმაყოფილება.
** ადმინისტრაციული სამუშაოები - მონაცემების შევსება, რეპორტების შედგენა და სხვა უწყებრივი დოკუმენტაციის წარმოება.
** უსაფრთხოების წესების დაცვა - სამუშაო რეგლამენტის დაცვა, უსაფრთხოების ინსტრუმენტების გამოყენება და სამუშაო გარემოს დაცვა.

მოთხოვნები:

** არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება ფართოფორმატიანი პრინტერების ტექნიკურ მომსახურებაში (Mimaki, Roland, Durst etc) გამოცდილებაში არ ჩაითვლება ჩინური ბრენდები.
** ელექტრონულ მოწყობილობების შემოწმების, ტესტირების უნარი. (პროფესიონალური ელ. ტესტერის მოხმარების სრულყოფილი ცოდნა)
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა : Corel draw, ilustrator ან მსგავსი
** ავტომობილის მართვის მოწმობა B კატეგორია
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური (რუსული სასურველია)

პიროვნული თვისებები:

** აქტიური, შრომისმოყვარე და სწავლაზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური და გუნდური
** შეეძლოს სტრესული სიტუაციების მართვა
** პასუხისმგებლობიანი და პუნქტუალური
** შედეგზე ორიენტირებული

სამუშაო განაკვეთი: სრული
ლოკაცია: თბილისი
სახელფასო სარგო: სახელფასო სარგო განისაზღვრება

გასაუბრებისას კანდიდატის რეალური გამოცდილებისა და უნარ ჩვევებისა საფუძველზე!

დაკავშირება: პირველადი კავშირი მხოლოდ ელ.ფოსტაზე job@dazga.ge

პირველადი კავშირის სხვა არხებიდან ნებისმიერი კორესპონდენცია იგნორირებული იქნება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე