Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=706762&print=yes&view=jobs
 
ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტი
მომწოდებელი: ზღაპარი
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია "ზღაპარი" 2006 წელს შეიქმნა, დღეს ჩვენი ქსელი 47 მარკეტს აერთიანებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ ვცდილობთ მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, ხელმისაწვდომი ფასები და სრულყოფილი მომსახურება, რისთვისაც არ ვიშურებთ ძალისხმევას.

ზღაპრისათვის, როგორც დამსაქმებლისათვის მთავარი ღირებულებაა შეიძინოს ნიჭიერი, კვალიფიციური, შრომისმოყვარე, განვითარებაზე ორიენტირებული თანამშრომლები.

თუ თვლით რომ, ერთ-ერთი ჩვენგანი ხართ, შემოგვიერთდით, ჩვენ ვაცხადებთ ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ
** სამუშაო დღეები: კვირაში 5-6 დღე, კვირამონაცვლეობით (ერთი კვირა 5 დღე, შემდეგი კვირა 6 დღე)
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით

შესასრულებელი სამუშაო/მოვალეობები:

** ინფორმაციული სისტემების უსაფრთხოების სისტემის დანერგვა, გამართვა, დიაგნოსტიკა და მონიტორინგი სრულფასოვანი მუშაობისათვის.
** ტექნიკური მხარდაჭერა კომპანიის თანამშრომელთათვის (სამუშაო ტექნიკის გამართულობის უზრუნველყოფა)
** მაღაზიების სრული ტექნიკური უზრუნველყოფა გამართული მუშაობისათვის. (სატელეფონო ხაზების, Mail და სხვა სერვერების გამართვა, კონფიგურაცია;)
** მაღაზიის თანამშრომლებისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციული სისტემების მოხმარების ინსტრუქტაჟის განსაზღვრა/ახსნა, სწავლება და შემდგომი ტექნიკური მხარდაჭერა მათთვის.
** კომპანიის საკუთრებაში არსებულ საოფისე სივრცეებში, მაღაზიებსა და საწყობებში, საკომუნიკაციო ქსელის მონტაჟი და რეკონსტრუქცია;
** კომპიუტერული და პერიფერიული მოწყობილობების, სასწორების, სალაროს ფისკალური აპარატების მონტაჟი და პროგრამულად გამართვა შეუფერხებელი მუშაობისათვის.
** მაღაზიებში წარმოქმნილ ტექნიკურ ხარვეზებზე დროული რეაგირება (საჭიროების შესაბამისად სატელეფონო კონსულტაციის გაწევა ან ადგილზე მისვლა)
** დაზიანებული ოპერაციული სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის დიაგნოსტიკა, აღდგენა (თუ შესაძლებელია), განახლება და ინსტალირება;
** ძველი სისტემების განახლების ხარჯთაღრიცხვის შედგენა და მისი წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის.
** ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით არსებული და ახალი პროდუქტების/სერვისების ანალიზი და ამ შეფასების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელი პირისათვის გარკვეული პერიოდულობით (მოთხოვნის შესაბამისად).
კომპეტენციები (პროფესიული/ტექნიკური):
** უმაღლესი ან პროფესიული განათლება კომპიუტერულ მეცნიერებათა განხრით.
** აუცილებელია 3 წლიანი გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე.
** კომპიუტერული ქსელების, ინტერნეტის და საკაბელო სისტემების მოწყობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მართვის მოწმობის ქონა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის გრძნობა.
** დამოუკიდებლად მუშაობის და ეფექტური გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი.
** სწრაფად ათვისების უნარი და ტექნოლოგიური სიახლეების შესწავლის სურვილი;

ვაკანსიით დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ სივი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge.

გაცნობებთ, რომ "ზღაპარი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია