|
დასახელება:
ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
კნაუფ გიპს თბილისი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 31 მარტი
|
სამშენებლო პროდუქციის მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გერმანული კომპანია "კნაუფი", აცხადებს ელექტრიკოსის ვაკანსიას შემდეგი პირობებით:
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 08:00-17:00;
** ლოკაცია: თბილისი, სამგორის რაიონი
მოვალეობები:
** სხვადასხვა ტიპისა და სიმძლავრეების ელექტრული მანქანებისა და ელექტროაპარატების დაშლა, საშუალო რემონტი, აწყობა, დაყენება და დაცენტვრა;
** სატრანსფორმატორო ელექტროქვესადგურებსა და ელექტრულ გამანაწილებელ ფარებში საკონტროლო-საზომი მოწყობილობების და ტრანსფორმატორების შეცვლა;
** ქვესადგურის, აგრეთვე წარმოებების ტექნოლოგიური მოწყობილობების, დანადგარების სქემებისა და მოწყობილობების შემოწმება და გაუმართაობების აღმოფხვრა;
** ნაკადურ ხაზში ჩართული მანქანებისა და აგრეგატების, აგრეთვე ტექნოლოგიური პროცესის ავტომატური რეგულირების დანადგარების ელექტრომოწყობისა და სქემების მომსახურება;
** საზოგადოების საწარმოებში ძალური სქემების და ტექნოლოგიური მოწყობილობების მართვის სქემების, მათ შორის დაცვის, საკომუტაციო და სასიგნალო აპარატურის მომსახურება და გაუმართაობების აღმოფხვრა;
** 1000 ვატამდე საწარმოო ელექტროდანადგარების, მათ შორის ელექტრო გამანაწილებელი ქვესადგურის, 0, 4 კვ გამანაწილებელი მოწყობილობის შემოვლა და დათვალიერება;
უნარები:
** უმაღლესი განათლება შესაბამისი მიმართულებით;
** ელექტრიკოსის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება;
** საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** სავალდებულოა მე-3 ან მე-4 ჯგუფის დაშვება;
** სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა.
პიროვნული მახასიათებლები:
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** პრობლემის დროულად აღმოფხვრის უნარი;
** დისციპლინა.
ჩვენთან დაგხვდებათ:
** მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დამატებითი ბენეფიტები (მათ შორის დაზღვევა, კვება, ტელეფონზე სასაუბრო ლიმიტი, წლიური ბონუსი).
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ მიჰყვეთ ბმულს
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა 31.03.2026
|
|
|
|