Робота для біженців з України
დამლაგებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამლაგებელი
მომწოდებელი: ლასარე
გამოქვეყნდა: 10 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
კომპანია Lasare, რომელიც წარმოადგენს საავიაციო სატვირთო ტერმინალისა და საბაჟო საწყობის კომპლექსურ ერთობლიობას, აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე.

დასაქმებულს ვთავაზობთ სტაბილურ სამუშაოს

სამუშაო პირობები:

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 08:00 - 17:00 სთ
ადგილმდებარეობა: ქ თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია

ძირითადი ფუნქციები:

** ოფისის შიდა და გარე პერიმეტრის, შენობა ნაგებობების, სველი წერტილების, სასაწყობე სრული ტერიტორიის სისუფთავის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** ობიექტზე არსებული ნარჩენების გატანა;
** ტერმინალში არსებული სამაცივრე მეურნეობის დასუფთავება/დეზინფექციის უზრუნველყოფა;
** განსაზღვრულ კონტროლირებად სივრცეებში დასუფთავების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ინვენტარისა და დასუფთავების საშუალებების მიზნობრივი და სწორი გამოყენების უზრუნველყოფა
** დასუფთავების სუპერვაიზერის მითითებების გათვალისწინება, რაც უშუალო კავშირშია სამუშაო პროცესთან

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** ყურადღება დეტალების მიმართ
** პასუხისმგებლობის გრძნობა მაღალ დონეზე
** გუნდური მუშაობა

ბენეფიტები:

** ჯანმრთელობის დაზღვევა
** ავტობუსით მომსახურება ზედა სამგორის მეტროდან
** იურიდიული კომპანიის მომსახურება

ზემოთ აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@lasare.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "Lasare"-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით მ, შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "Lasare" -მ შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ კომპანიამ შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@lasare.ge

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "Lasare"-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე