|
დასახელება:
არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
ჩვენი კომპანია ეძებს გამოცდილ არქიტექტორს/ინტერიერის დიზაინერს, რომელიც ჩვენს გუნდთან ერთად იმუშავებს არქიტექტურულ და ინტერიერის პროექტებზე და მონაწილეობას მიიღებს სივრცეების თანამედროვე და ფუნქციური დიზაინის შექმნაში.
არქიტექტორი/ინტერიერის დიზაინერი
მდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოსაცდელ ეტაპზე შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
** არქიტექტურული და ინტერიერის დიზაინის კონცეფციის შექმნა
** პროექტების 3D ვიზუალიზაციების და სამუშაო ნახაზების მომზადება
** ინტერიერისა და ექსტერიერის ვიზუალიზაციაზე მუშაობა
** პროექტების განვითარება და არქიტექტორებთან/დიზაინერებთან თანამშრომლობა
** კლიენტებთან კომუნიკაცია და დიზაინის იდეების პრეზენტაცია
** პროექტების ვადების დაცვა და სამუშაოს მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა
მოთხოვნები:
** მინიმუმ 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება შესაბამის სფეროში
** პროგრამებში მუშაობის გამოცდილება (Revit, AutoCAD, 3ds Max და სხვ.)
** ინგლისური ენის ცოდნა
** კრეატიული ხედვა და დახვეწილი ვიზუალური გემოვნება
** დეტალებზე ყურადღება
** გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობას
** პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდის შესაძლებლობას
თუ დაინტერესებული ხართ, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV და პორტფოლიო ელ.ფოსტაზე: info@atarchitecture.ge
|
|
|
|