|
დასახელება:
ქოლცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
აგროჰაბი
|
|
გამოქვეყნდა: 10 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.
კომპანია "აგროჰაბი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, გლდანი, ქერჩის ქუჩა #1
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება.
** მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის სრულყოფილად ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** მომხმარებლის მოთხოვნის დადგენა და დაკვალიანება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა ჩაითვლება უპირატესად;
პერსონალური თვისებები:
** სწრაფი, ლოგიკური და ანალიტიკური;
** პასუხისმგებელი
** პუნქტუალური
კანდიდატებმა, რომლებიც პასუხობენ ზემოთ ხსენებულ მოთხოვნებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე: hr@agrohub.ge
მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება:
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა/სახელწოდება და საკონტაქტო ინფორმაცია - შპს "აგროჰაბი" საკონტაქტო ინფორმაცია: 032 244 07 07;
მონაცემთა დამუშავების მიზანი - თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულის მოძიება ანუ სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის;
სამართლებრივი საფუძველი - მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნით გარიგების დასადებად;
ინფორმაცია მონაცემთა მიწოდების სავალდებულოობის შესახებ - კანდიდატის მიერ მონაცემთა მოწოდება სავალდებულოა და მისი მხირდან მონაცემთა მოწოდებაზე უარის თქმის შემთხვევაში ვერ განიხილება კანდიდატის მოთხოვნა შრომითი ურთიერთობების წარმობის შესახებ;
მონაცემთა მიმღების ვინაობა - შპს "აგროჰაბის" ადამიანური რესურსების მართვის სამსახური;
მონაცემთა დაგეგმილი გადაცემისა და მონაცემთა დაცვის სათანადო გარანტიების არსებობა - პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა;
ინფორმაცია მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ - მონაცემთა მოწოდებიდან არაუმეტეს 3 თვე;
ინფორმაცია მონაცემთა სუბიექტის უფლებების შესახებ -
** მონაცემთა დამუშავების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება;
** მონაცემთა გაცნობისა და ასლის მიღების უფლება;
** მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება;
** მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება;
** წარდგენილი მონაცემთა დაბლოკვის უფლება;
** მონაცემთა გადატანის უფლება;
** ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღება და მასთან დაკავშირებული უფლებები;
** თანხმობის გამოხმობის უფლება;
** გასაჩივრების უფლება
შპს "აგროჰაბი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით."
|
|
|
|